ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 4:56 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გიორგი საჯაია - არყოფნის / giorgi sajaia - arkofnis


არაფერი შეცვლილა სინამდვილეში.
უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე,
სხვა - არაფერი.
თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი,
ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.
ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ:
აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1131 / თარიღი: 2014-09-20 / 9:10 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - განწირული თაობა / giorgi sajaia - gantsiruli taoba


გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1213 / თარიღი: 2014-09-20 / 9:08 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - დეპრესია / giorgi sajaia - depresia


ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-09-20 / 9:04 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ოცდამეთორმეტე ზამთარი / giorgi sajaia - ocdametormete zamtari


ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-20 / 8:59 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - თბილისი, ღამე, წვიმა / giorgi sajaia - tbilisi, ghame, tsvima


თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1266 / თარიღი: 2014-09-20 / 8:54 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - თოვლი მაინც იყო / giorgi sajaia - tovli mainc iko


ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1632 / თარიღი: 2014-09-20 / 8:51 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ლპობა / giorgi sajaia - lpoba


სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-09-20 / 8:47 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მარინისტული ალეგორია / giorgi sajaia - mirinistuli alegoria


მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...
აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე
და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.
და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,
აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.
პალმების ჩრდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2014-09-20 / 8:45 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მარტივი მოტივი / giorgi sajaia - martivi motivi


მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-09-20 / 8:42 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში / giorgi sajaia - me vckhovrob tsignshi


და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2014-09-20 / 8:41 PM / შაბათი

« 1 2 ... 268 269 270 271 272 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0