ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 2:39 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გიორგი საჯაია - რეზიუმე / giorgi sajaia - reziume


მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2014-09-20 / 7:49 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სასაცილო ხარ / giorgi sajaia - sasacilo khar


სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-20 / 7:47 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი / giorgi sajaia - seriozuli tvitmkvleli


რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-20 / 7:21 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - სიყვარულის კამიკაძე / giorgi sajaia - sikvarulis kamikadze


ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1117 / თარიღი: 2014-09-20 / 7:18 PM / შაბათი

გიორგი საჯაია - ტრიოლეტი / giorgi sajaia - trioleti


მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე
(ბოლოს მას უნდა მეც სული მივცე).
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა.
ფიქრმა ნისლებით სული შენიღბა
და მთელ ამ ქაოსს დრო იხვევს თითზე...
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2014-09-19 / 9:55 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი / giorgi sajaia - umisamarto soneti


ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2014-09-19 / 9:54 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო / giorgi sajaia - ugheltekhili, 8 agvisto


გვირაბს გამოვცდით, -
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1368 / თარიღი: 2014-09-19 / 9:53 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ფანტასმაგორია / giorgi sajaia - fantasmagoria


(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1356 / თარიღი: 2014-09-19 / 9:52 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ფიკუსები / giorgi sajaia - fikusebi


სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოცი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1379 / თარიღი: 2014-09-19 / 9:52 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ქარი არის / giorgi sajaia - qari aris


ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1240 / თარიღი: 2014-09-19 / 9:50 PM / პარასკევი

« 1 2 ... 270 271 272 273 274 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0