Загрузка...
გიორგი საჯაია - ოცდამეთორმეტე ზამთარი / giorgi sajaia - ocdametormete zamtari - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - ოცდამეთორმეტე ზამთარი / giorgi sajaia - ocdametormete zamtari


8:59 PM
გიორგი საჯაია - ოცდამეთორმეტე ზამთარი / giorgi sajaia - ocdametormete zamtari


ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0