Загрузка...
გიორგი საჯაია - არყოფნის / giorgi sajaia - arkofnis - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - არყოფნის / giorgi sajaia - arkofnis


9:10 PM
გიორგი საჯაია - არყოფნის / giorgi sajaia - arkofnis


არაფერი შეცვლილა სინამდვილეში.
უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე,
სხვა - არაფერი.
თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი,
ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.
ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ:
აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით.
უსმენ მუსიკას. ფიქრობ, ზოგჯერ - ხმამაღლა.
დგები, მიდიხარ ფანჯარასთან, რომელსაც ახლა "ნიუსფიდი" ჰქვია,
აღებ, ეწევი, თვალს ადევნებ გარე სამყაროს...
და როცა სახლში გამეფებული სიბნელე თვალს გჭრის
და კურსორის მონოტონური პულსაციაც ყურს ცუდად ხვდება,
ხელის მარტივი მოძრაობით მიგყავს ისარი ღილაკთან "მთავარი"
და შენი ერთოთახიანი ბინიდან,
რომელშიც მზის სხივი არასდროს აღწევს,
მარკ ცუკერბერგის ერთსართულიან ქალაქში გადიხარ,
რომელშიც მუდამ ქარია,
რომ შიგადაშიგ თავი შეახსენო ნაცნობ-უცნობებს -
აქაოდა, ცოცხალი ვარო.
ასე ცხოვრობთ, დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე
შენ და შენი განუყრელი თაგვი -
ერთადერთი ნამდვილი მეგობარი.
არაფერი შეცვლილა, უბრალოდ... არ ხარ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1136 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0