Загрузка...
გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში / giorgi sajaia - me vckhovrob tsignshi - 20 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 20 » გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში / giorgi sajaia - me vckhovrob tsignshi


8:41 PM
გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში / giorgi sajaia - me vckhovrob tsignshi


და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილე
აბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან

დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,
ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,
ჭიქაზე; როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი,
რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში - არ გინდა

ფიქრი ამაზე, ან არ გინდა ფიქრი ზოგადად,
გულიდან იგლეჯ, ან პირიქით, გულში ინახავ;
ან როცა ყელში, როგორც ასთმა, როგორც ბრონქიტი,
გიჭერს სული და სასუნთქ გზასაც, უკან დასახევ

გზასავით გიჭრის; ან უბრალოდ, თითზე სათითეს
იკეთებ, ნემსში ძაფს უყრი და ფიქრობ: რას იზამ,
თქვას, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, თქვას და ატირდეს
ვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის - არც ისე...

და ნაცვლად ცრემლის, სისხლის გუბედ რჩები სარეცელს.
და ჭიქის ნაცვლად, ნამსხვრევები რჩება მაგიდას.
და შეიძლება საშველია, მაგრამ არ გინდა.
და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: giorgi sajaias shemoqmedeba, giorgi sajaia, პოეზია, გიორგი საჯაიას შემოქმედება, ხელოვნება, გიორგი საჯაია, giorgi sajaias leqsebi, გიორგი საჯაიას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0