ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 11:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



დათო არახამია - დღეს / dato arakhamia - dghes


როცა აჩქეფდა სისხლი უებრო,
გულს ეფონება ქარის გნიასი.
ვერ გაიხარებს ვარდი უეკლოდ,
სევდის მაშხალას სულს ვერ მიაწვდი.

დღეს ალიონზე შორიდან ვუმზერ,
როგორ ალეწა მზის სხივმა დილა.
რა ეშველება ჩაცხრილულ მუზებს,
მათ ხომ ბურუსმა გააწნა სილა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1269 / თარიღი: 2014-09-17 / 7:57 PM / ოთხშაბათი

დათო არახამია - როგორ ვაღმერთე / dato arakhamia - rogor vaghmerte


ვერ გამოვიჩენ მაშინ მე სიბრძნეს,
როცა ბერმუხებს დავკოცნი ფესვებს;
ეს უსასრულოდ გაშლილი სივრცე,
გაუცხოებას წკვარამში ეძებს.

ნუთუ,ეს სხივი ისევ შენახარ?
მიუწვდომელი და მოღუღუნე;
განთიადისას მინდა მენახა,
ვნების ქარცეცხლი როგორ გუგუნებს.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1111 / თარიღი: 2014-09-17 / 7:56 PM / ოთხშაბათი

მამია გურიელი - ადამიანი / mamia gurieli - adamiani


ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,
კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,
შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,
გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:

ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
და ბედიც კეთილგუნებიანი
თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4302 / თარიღი: 2014-09-17 / 7:54 PM / ოთხშაბათი

ლექსო ლეკიაშვილი - ბანალური ლექსი ( ლექსი რომელსაც ყველა დაწერდა) / leqso lekiashvili - banaluri leqsi


ჩემი ხარ, მაგრამ ვეღარ გავარკვიე,
ამორძალი ხარ თუ ჰურია?
ემაგ ძუძუსთავებს, ვნებით დაცქვეტილებს,
ჩემი მოფერება სწყურიათ!

ხშირად მინდა ხოლმე, შენი თეძოები
მტევნები რომ იყოს ვაზისა,
და მერე ლოგინში, როგორც საწნახელში,
მართლა მტევნებივით დავსრისავ! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1650 / თარიღი: 2014-09-17 / 7:53 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ჩაჩავა - შანდი და შროშანა / nikoloz chachava - shandi da shroshana


შარდალს შორდება ძილი
ძილდინა გაგულისდა.
დღისური ქანდაძილი
მთვარეზე გასულისდა.
გოგონა მოგონა ხანძარი
სოფელი მოფოლა. მოშარა.
თანსურდა სურდული-ხვანჯარი
თანშურდა შანდი და შროშანა.

1924

კომენტარები: 0 / ნანახია: 2152 / თარიღი: 2014-09-17 / 7:51 PM / ოთხშაბათი

მარიამ ბაჯელიძე - ემიგრანტები / mariam bajelidze - emigrantebi


არასდროს თენდება უცხო ქალაქში,
უცხო ქალაქმა დაღამება იცის, მხოლოდ.
და ჩვენ, საკუთარ საწოლებში,
ჭერს მიშტერებულები,
თვალებგაფართებულები და ძალაგამოცლილები-
თქვენს ჩრდილებს ვხედავთ.
საელჩოებთან დაუმთავრებელი რიგებია:
უცხო ქვეყნის მოლოდინით სავსე რიგი; < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1165 / თარიღი: 2014-09-17 / 7:50 PM / ოთხშაბათი

ნინო მაჭავარიანი - ზოგჯერ ... / nino machavariani - zogjer ...


(არეული აზრები,დალაგებული რითმებად )
ზოგჯერ პოეტი, პოეტურად ვერ ამბობს სათქმელს
როგორც ცივ ზამთარს ლოლოებად რჩება სტროფები,
გაყინულ მუზებს მოედება ალისფერი მზე,
სადღაც წყვდიდში დაუკრავენ უხმო ნოტები.
თეთრი ლექსების ამღერებულ უაზრო ფრაზებს,
ზოგჯერ აჯობებს ქუჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1284 / თარიღი: 2014-09-17 / 7:49 PM / ოთხშაბათი

ნინო მაჭავარიანი - მიყვარხარ / nino machavariani - mikvarkhar


მე შენ მიყვარხარ-რომ გითხრა ახლა
და გულზე თბილად თავი მოგადო.
რომ გითხრა ჩემთვის შენა ხარ განცდა
სულის გრძნობები უნდა მოგანდო.
მთვარეულივით უშენოდ დავალ.
ცისკარზე სიზმრებს ვაგროვებ ურჩად.
გაყინულ გულში მშველელად ჩავალ
და გავუყვები ცალუღელ ქუჩას.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1254 / თარიღი: 2014-09-17 / 7:47 PM / ოთხშაბათი

ნინო მაჭავარიანი - ... მზევ შემიფიცხე შენთან, სხეულში ... / nino machavariani - ... mzev shemifickhe shentan, skheulshi ...


...მზევ შემიფიცხე შენთან, სხეულში...
სულს მომენათე,ფიქრით,ხილულად.
გრძნობა სხივებად გადაქცეული,
გულის ბარათებს შემოხიზნულა.
რომ შეგგიყვარო და მონატრება,
ღრუბლის ქულაზე ცრემლად დავკიდო.
ცის უცნაური გამონათება,
ტრფობის საყურედ შემოგაკიდო.
მერე ჩა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2014-09-17 / 7:46 PM / ოთხშაბათი

მიშა ბერიშვილი - მარტო ხე ფესვსა შორს იდგამს / misha berishvili - marto khe fesvsa shors idgams


მარტო ხე ფესვსა შორს იდგამს,
მიუვალ ხრიოკ ალაგსა…
სურნელოვანი ეკალი
ქვემო წალკოტსა ბღალავსა.

დათვსა რო კბილი ატკივდეს,
ჩამოულეწავს ტოტებსა,
გაზნექილ - ამოხეთქილსა,
გაშიშვლებულსა ტოვებსა.

ცასა და მიწას გაჰკივის
უნდილს დაისხამს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2014-09-17 / 7:43 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 284 285 286 287 288 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0