Загрузка...
მარიამ ბაჯელიძე - ემიგრანტები / mariam bajelidze - emigrantebi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მარიამ ბაჯელიძე - ემიგრანტები / mariam bajelidze - emigrantebi


7:50 PM
მარიამ ბაჯელიძე - ემიგრანტები / mariam bajelidze - emigrantebi


არასდროს თენდება უცხო ქალაქში,
უცხო ქალაქმა დაღამება იცის, მხოლოდ.
და ჩვენ, საკუთარ საწოლებში,
ჭერს მიშტერებულები,
თვალებგაფართებულები და ძალაგამოცლილები-
თქვენს ჩრდილებს ვხედავთ.
საელჩოებთან დაუმთავრებელი რიგებია:
უცხო ქვეყნის მოლოდინით სავსე რიგი;
სიღარიბე გამოვლილი რიგი;
ოჯახიდან გამოქცეული რიგი;
ოპტიმისტი რიგი.
ვინც წავიდა გაუმართლა,
ვინც დარჩა- ხელმეორედ ცდის.
ჩვენ კი, დიდ ქალაქში ჩამოსულები,
როგორც ბავშვობისას -ატრაქციონებთან,
დაბნეულები და გაოცებულები გზებს ვეძებთ.
გასასვლელში მშობლები აღარ გველოდებიან,
მშობლები ჩვენს ზარს ელიან მხოლოდ.
და მაშინ, როცა ტირილამდე გვტკივა სიშორე
და მზად ვართ ,
მტკაველებით გადავზომოთ მანძილი ჩვენიდან თქვენამდე-
ფიქტიურად დაქორწინებულები,
უცხოსთან გაყოფილი სარეცელით
და მწვანე კარტით ჯიბეში-
ყურმილს ჩაჭიდებულ,
ნაავადმყოფარ
და ცრემლნაყლაპ დედებს
კარგად ყოფნის გარანტიებს ვაძლევთ.
ჩვენ არასდროს დავბრუნდებით ისეთები,
როგორებიც წავედით.
და ნაომარ ქალაქში,
გადამწვარი სახლის ღრიჭოებიდან მომზირალი,
შიშისგან თვალებგაფართოებული ჩვენი ბავშვობა
გახდება საბაბი ჩვენი აქ დარჩენის.
პირველი შეყვარებულები,
ერთ დროს გრძელთმიანები
ახლა კი ფორმიანები და თავგადაპარსულები
გახდებიან მიზეზები ჩვენი აქ დარჩენის.
ჩვენი მეგობრები,
საპნის ბუშტებივით გამჭირვალენი,
ღიმილიანები და შეყვარებულები,
მათსავე ავტოფარეხებში რომ იპოვეს
თოკზე ჩამოკიდებულები,
ერთსიტყვიანი ანდერძებით: „გვაპატიეთ“!
გახდებიან მიზეზები, ჩვენი აქ დარჩენის.
თქვენ კი იტყვით,
რომ ჩვენ გაგვიმართლა,
რომ ყველაფერს მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვსურდა.
რომ ჩვენი უკან დაბრუნება სისულელე იქნება
და მეტი არაფერი.
ჩვენ კი...
კვირა დილით საკუთარ საწოლებში,
თვალებაფართოებულები და ძალაგამოცლილები
თქვენს ჩრდილებს დავინახავთ.
და ეს ჩრდილები გახდებიან მიზეზები,
რომ დაბრუნებაზე ვიფიქროთ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1172 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0