Загрузка...
ნინო მაჭავარიანი - მიყვარხარ / nino machavariani - mikvarkhar - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 6:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ნინო მაჭავარიანი - მიყვარხარ / nino machavariani - mikvarkhar


7:47 PM
ნინო მაჭავარიანი - მიყვარხარ / nino machavariani - mikvarkhar


მე შენ მიყვარხარ-რომ გითხრა ახლა
და გულზე თბილად თავი მოგადო.
რომ გითხრა ჩემთვის შენა ხარ განცდა
სულის გრძნობები უნდა მოგანდო.
მთვარეულივით უშენოდ დავალ.
ცისკარზე სიზმრებს ვაგროვებ ურჩად.
გაყინულ გულში მშველელად ჩავალ
და გავუყვები ცალუღელ ქუჩას.
დრო ტკივილს ციდან ქარებით ფანტავს.
ქარიან ფიქრებს ამძიმებს დაღლა.
ჩემი თვალები გრძნობებით გხატავს
და ამ ნახატში მიყვარხარ ახლა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1210 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0