Загрузка...
ნინო მაჭავარიანი - ზოგჯერ ... / nino machavariani - zogjer ... - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ნინო მაჭავარიანი - ზოგჯერ ... / nino machavariani - zogjer ...


7:49 PM
ნინო მაჭავარიანი - ზოგჯერ ... / nino machavariani - zogjer ...


(არეული აზრები,დალაგებული რითმებად )
ზოგჯერ პოეტი, პოეტურად ვერ ამბობს სათქმელს
როგორც ცივ ზამთარს ლოლოებად რჩება სტროფები,
გაყინულ მუზებს მოედება ალისფერი მზე,
სადღაც წყვდიდში დაუკრავენ უხმო ნოტები.
თეთრი ლექსების ამღერებულ უაზრო ფრაზებს,
ზოგჯერ აჯობებს ქუჩის მხატვრის ძველი მოლბერტი,
ზოგჯერ სტროფები გაუსაზლის მიაგავს ღამეს,
თითქოს სიყვარულს დაუტყვია მისი გრძნობები.
ზოგჯერ მოკვდავიც ვერ გაამხელს მისსავე სათქმელს
და ჩვენც ღამეში დაგვიწყია ჩუმი ტირილი,
ჩვენც ავყოლილვართ უნებლიეთ პოეტის ფრაზებს
და გვინატრია შუა ღამით ფრენა ჩიტივით.
ზოგჯერ საღამო სიბნელეზე უფრო მეტს ამხელს,
სწორედ ღამეა სიყვარულის ჩუმი მომვლელი,
ხშირად სტროფები ვერ იტყვიან იმავე სათქმელს,
რასაც მთვარე და დაწერილი მასზე ნოტები.
ზოგჯერ გედები იცეკვებენ უძირო ტბაზე
და მათი ცეკვა გაზაფხულის სიოს მსგავსია,
ზოგჯერ ცხოვრება გვითამამებს ბედნიერ წამეს,
ზოგჯერ გვაცეკვებს მომაკვდავი გედის პარტიას.
ზოგჯერ გრძნობები იდუმალი ვერ ამბობს სათქმელს
მაგრამ დუმილი საუბარზე უფრო მეტია,
თუ სიყვარული შემოდგომის გაუძლებს ქარებს
მისტვის ლოდინი უსასრულოც არაფერია.
ზოგჯერ პოერი,პოეტურად ვერ ამბობს სათქმელს,
თითქოს ძნელია პოეტური თეთრი ჭაღარა,
ზოგჯერ თამამი თეთრი ლექსი უფრო მეტია,
ვიდრე პოეტის,პოეტური ლექსი პატარა!
მარიამ კვაჭაძე
24.06.2013


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1291 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0