Загрузка...
მამია გურიელი - ადამიანი / mamia gurieli - adamiani - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მამია გურიელი - ადამიანი / mamia gurieli - adamiani


7:54 PM
მამია გურიელი - ადამიანი / mamia gurieli - adamiani


ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,
კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,
შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,
გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:

ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
და ბედიც კეთილგუნებიანი
თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

იყავი ტურფა, იყავ უებრო,
მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,
ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი?
მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.

ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,
მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი,
გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!

დაე, იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუ კი გსურს გახდე ადამიანად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4323 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0