Загрузка...
ლექსო ლეკიაშვილი - ბანალური ლექსი ( ლექსი რომელსაც ყველა დაწერდა) / leqso lekiashvili - banaluri leqsi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ლექსო ლეკიაშვილი - ბანალური ლექსი ( ლექსი რომელსაც ყველა დაწერდა) / leqso lekiashvili - banaluri leqsi


7:53 PM
ლექსო ლეკიაშვილი - ბანალური ლექსი ( ლექსი რომელსაც ყველა დაწერდა) / leqso lekiashvili - banaluri leqsi


ჩემი ხარ, მაგრამ ვეღარ გავარკვიე,
ამორძალი ხარ თუ ჰურია?
ემაგ ძუძუსთავებს, ვნებით დაცქვეტილებს,
ჩემი მოფერება სწყურიათ!

ხშირად მინდა ხოლმე, შენი თეძოები
მტევნები რომ იყოს ვაზისა,
და მერე ლოგინში, როგორც საწნახელში,
მართლა მტევნებივით დავსრისავ!

და წვენსაც გაგადენ, ქვევრებში ჩაგასხამ
და მერე შენთან ერთად დავთვრები,
მერე დაგაძველებ და მერე შენთან ერთად
უფრო ამერევა დავთრები.

ვიცი, რომ ძალიან, ძალიან გსიამოვნებს,
ცოტა უხეშად რომ გეხები,
აწითლებულან და ვნებით კანკალებენ
ჩემს მხრებზე ჯვარცმული ეგ შენი ფეხები.

ხვალ ალბათ ისევ ცოლიც მეჩხუბება
ატეხილს...
გატეხილსიტყვიანს...
ჩუმად, საყვარელო! ხალხმა არ გაიგოს!
ლექსი მიუძღვნაო _ იტყვიან!

13.05.2009წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1658 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0