მთავარი » ლექსები
ნიკა ჩერქეზიშვილი - მომენატრე / nika cherkezishvili - momenatre
მომენატრე...
...
ეს სიტყვა იმხელაა,
რომ შენც,
მეც
და ჩვენ შორის არსებულ მანძილსაც
თავისუფლად იტევს.
კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2017-12-20 / 0:13 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
შენ, შეგიძლია,
სულ უბრალოდ,
ჩემი ცხოვრება
გახადო ერთი ამოსუნთქვით,
ერთი ღიმილით,
ერთი წვეთი სითბოთი მეტი...
შენ, შეგიძლია და არ აკეთებ.
...
მე კი,
ისევე,
როგორც ცაზე ღრუბლიან ღამით
არ ჩანს,
მაგრამ კ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-20 / 0:12 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - წლევანდელი ზამთარი / nika cherkezishvili - tslevandeli zamtari
დღეში ოთხი ჭიქა ყავა,
ოთხჯერ ოთხი ღერი სიგარეტი
და არცერთი შენი ჩახუტება.
ასე გადის წლევანდელი ზამთარი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2017-12-20 / 0:10 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
ჩადგება ეს ქარი, ეს თოვლიც გალღვება,
ცას დაეკიდება ცხრათვალა მზე.
ვდგავარ და ვუყურებ, კარს როგორ აღებენ,
მაგრამ ჩემ ოთახში აღარ ვარ მე.
ღმერთო, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, ასეა,
მე გადავუხვიე ჭეშმარიტ გზას...
და ისიც არ ვიცი, ეს ლექსი რაზეა,
ვისზე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 675 / თარიღი: 2017-12-20 / 0:09 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
ციას
მათ დღის სინათლე არ უნახავთ,
ღამის ნათურების შუქზე დაიხოცნენ
ფარვანებივით.
...
თეთრი ფერივით დაუცველია,
ვინც მარტოა,
მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-20 / 0:08 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
ცარიელი ოთახი,
ცარიელი ჯიბეები,
ცარიელი დღე.
...
მე კიდევ,
სიყვარულით სავსე მაქვს გული.
კომენტარები: 0 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-12-20 / 0:07 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც,
შურსაც,
ბოღმასაც...
ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს მიწის მიყრამდე.
თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას,
ქარის მოხრასაც...
შენ ის მასწავლე,
რანაირად აღარ მიყვარდე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
რამდენჯერაც უკან მივბრუნდი,
იმდენჯერ დამიდეს წასაქცევად ფეხი.
ეს არის, ეტყობა, ადამიანის ბუნება,
იცი,
გაგიმეტებენ
და მიდიხარ, მაინც,
გულის მხრიდან დგები.
კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
რაღაცნაირად ვცხოვრობ,
ზღაპარია თუ სინამდვილე,
ვერ გაიგებ.
ერთი, რაც ნამდვილია - ცხოვრებაა,
ჩემი ცხოვრება.
ვსუნთქავ,
მიყვარს,
მტკივა...
კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *
მე შემიძლია,
მთელი ჰაერი ჩავისუნთქო.
მე შემიძლია,
ხელში აგიყვანო და გათბე.
მე შემიძლია,
თვალებში გიყურო და გითხრა,
რომ არ მჭირდება მხედავდეს ვინმე,
შენს გარდა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 745 / თარიღი: 2017-12-20 / 0:05 AM / ოთხშაბათი
« 1 2 ... 29 30 31 32 33 ... 415 416 »
კალენდარი
« ნოემბერი 2024 » ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0