ლექსები - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ალექსანდრე პუშკინი - ჭეშმარიტება / aleqsandre pushkini - cheshmariteba


ამას წინადა ბრძენნი ეძებდნენ
ჭეშმარიტების დავიწყებულ კვალს,
დიდხანს და დიდხანს იგინი ხსნიდნენ
მოხუცებულთა უწინდელთა აზრს.
და მას ამბობდნენ: ჭეშმარიტება
შიშველი ჭაში ჩვენ გვემალება.
ბეჯითად სვამდენ რა ისინი წყალს,
ჰყვიროდნენ: აბა, აქ ვიპოვით მას.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1111 / თარიღი: 2014-09-17 / 1:52 PM / ოთხშაბათი

ალექსანდრე პუშკინი - ანგელოზი / aleqsandre pushkini - angelozi


ედემის კართან იდგა თავდახრით
ანგელოსი და ბრწყინავდა კენტად.
მეამბოხე და ქუში დემონი
კი ჯოჯოხეთის უფსკულზე ფრენდა.
სული ეჭვის და უარყოფისა
ამ წმინდა სულის დიდებას გრძნობდა
და უნებლიე გულაჩუყებას
პირველ ბუნდოვნად ის შეიცნობდა.
"შემინდე, - თქვა მა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1452 / თარიღი: 2014-09-17 / 1:52 PM / ოთხშაბათი

გიორგი ზანგური - ჩემი გაზეთის მტრედი / giorgi zanguri - chemi gazetis mtredi


იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!

თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.

ვცვლი ფერად სიზმრებს
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1186 / თარიღი: 2014-09-17 / 1:51 PM / ოთხშაბათი

სტანისლავ ციბულსკი - მაისის ქარი / stanislav cibulski - maisis qari


მახსოვს დაგვქროდა მაისის ქარი
და ხელისგულზე გეჭირა ვარდი;
ჩემთან მოხვედი როგორც სიზმარი
და შეგიყვარდი, და შემიყვარდი.
მახსოვს, დაგვქროდა მაისის ქარი,
შენ იყავ ნიმფა, მე უფლისცული;
ამ სიყვარულის წმინდა ზღაპარი
ლამაზი იყო ვით სამკაული.
მაგრამ დრო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-09-17 / 1:49 PM / ოთხშაბათი

მამა გიორგი (ოდიშვილი) - უპატრონო ნაგაზი და მე / mama giorgi (odishvili) - upatrono nagazi da me


საგანძურში ვირმა ნარი გადაზიდა,
ლომის ტყავზე ხორუმს ცეკვავს ბიჭია,
ამედევნა უპარტონო ნაგაზი და
ძაღლის გრძნობით ხალხში გამომარჩია...

ვხედავ აწმყოს, რა წარსულის ნაყოფია,
მომავალმა წანჩურჩულა "ვაჰ,დრონი"...
ეს ნაგაზიც სიგიჟეთში ნამყოფია,
რადგან ჩემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2014-09-17 / 1:48 PM / ოთხშაბათი

ალექსანდრე პუშკინი - ალბომში / aleqsandre pushkini -albomshi


რა არის შენთივს ჩემი სახელი?
როგორც ნაპირთან ტალღის ხმაური,
ვით ტყეში ღამის ხმა უცნაური,
გაქრება მისი გამოძახილი.

ხსოვნის ფურცელზე დარჩება იგი,
მსგავსი წარწერის საფლავის ქვაზე,
გამოუცნობელ, უცხო ენაზე,
ვით მკვდარი ნიშნების უსულო რიგი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-09-17 / 1:46 PM / ოთხშაბათი

ალექსანდრე პუშკინი - აღორძინება / aleqsandre pushkini - aghordzineba


აქ ბარბაროსი-მხატვარი ფუნჯით
შლის გენიოსის დიდებულ სურათს;
თავის ნახაზი უმსგავსო, ფუჭი
მასზე დახატა მან უსუსურად.

მაგრამ დრო გადის. ცრუ ფერადები
სცვივა ტილოდან ვით ქერცლი ძველი,
ნიჭის ქმნილება მზიურ ნათებით
ბრწყინვალებს, როგორც პირველად მწველი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1933 / თარიღი: 2014-09-17 / 1:45 PM / ოთხშაბათი

ოთარ ჭილაძე - რაც არ ყოფილა, ის არც იქნება / otar chiladze - rac ar kofila, is arc iqneba


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1678 / თარიღი: 2014-09-17 / 1:26 PM / ოთხშაბათი

ოთარ ჭილაძე - გამოთხოვება / otar chiladze - gamotkhoveba


რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა

იაფი სცენის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1373 / თარიღი: 2014-09-17 / 1:24 PM / ოთხშაბათი

გიორგი გაგუა - სიზმრად ნანახი არარეალობა / giorgi gagua - sizmrad nanakhi ararealoba


ცხოვრება!გადატანითი მნიშვნელობით და არაპირდაპირით...
ოცნებავ ,ფრთაშსხმულო ანგელოზო,
ლიცენციის მკრთალი ფერებით შეფერილო,
დიადო სერაფიტავ ,სევდის მომფენელო,
ვნების ჭეშმარიტი არსით უტკბილესო,
ჩემო სერაფიტავ,ჩემო ნათლის სვეტო,
სახეს უფარავდა ნაზი ავანგარდი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1203 / თარიღი: 2014-09-17 / 1:23 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 294 295 296 297 298 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0