მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - ალბომში / aleqsandre pushkini -albomshi
1:46 PM ალექსანდრე პუშკინი - ალბომში / aleqsandre pushkini -albomshi
რა არის შენთივს ჩემი სახელი? როგორც ნაპირთან ტალღის ხმაური, ვით ტყეში ღამის ხმა უცნაური, გაქრება მისი გამოძახილი.
ხსოვნის ფურცელზე დარჩება იგი, მსგავსი წარწერის საფლავის ქვაზე, გამოუცნობელ, უცხო ენაზე, ვით მკვდარი ნიშნების უსულო რიგი.
ცხოვრება - ყოვლის დამვიწყებელი - ჩემს სახელს წაშლის თავის ჩრდილით, ის ვერ იქნება შენი მხლებელი, ვით მოგონება ნაზი და ტკბილი.
როცა გაგწირავს იღბალი მტრული, მაშინ მახსენე შენ მწუხარებით. სთქვი: - ქვეყანაზე არსებობს გული, სადაც მაქვს ბინა შეუდარები.
1830
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1135 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|