| მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - აღორძინება / aleqsandre pushkini - aghordzineba 
 
 
 
| 1:45 PM  ალექსანდრე პუშკინი - აღორძინება / aleqsandre pushkini - aghordzineba
 
 | აქ ბარბაროსი-მხატვარი ფუნჯით შლის გენიოსის დიდებულ სურათს;
 თავის ნახაზი უმსგავსო, ფუჭი
 მასზე დახატა მან უსუსურად.
 
 მაგრამ დრო გადის. ცრუ ფერადები
 სცვივა ტილოდან ვით ქერცლი ძველი,
 ნიჭის ქმნილება მზიურ ნათებით
 ბრწყინვალებს, როგორც პირველად მწველი.
 
 ჩემი სულიდან ასე ქრებიან
 ყველა მტანჯავი ცდომილებანი,
 და მასში ისევ აღიძვრებიან
 პირველ უმანკო დღეთა გზნებანი.
 
 1819
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1991 |
დაამატა: InterestingSite
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 
 
 
 |