ლექსები - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



დარეჯან კვანჭიანი - განწყობა / darejan kvanchiani - gantskoba


...და სული ღრუბლებში,
ტერფები მიწაზე
დახეთქილ-დამზრალი...
და ფიქრი უხეში:
რისთვისაც ვეწამე-
უღირსი, წამხდარი.
სისხლში გაფოთლილი
სტიგმები ლაქებად,
სხეული დამცხრალი...
და მზე არყოფილი
მზერას ელანდება-
სმარაგდის საყდარიც.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1460 / თარიღი: 2014-09-17 / 1:14 PM / ოთხშაბათი

მუხრან მაჭავარიანი - საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე... / mukhran machavariani - sashvels rom aghar madzlevs kholme...


საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1056 / თარიღი: 2014-09-17 / 1:10 PM / ოთხშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - პოლ ვერლენ / galaktion tabidze - pol verlen


მოგონებაო, რად აღვივებ კვლავ გულში ღუმელს?
შემოდგომის დღე ინახავდა მწუხარე დუმილს.
ჰქროდა ყორანი და სინათლის შუქი პიტალო
ველს ეცემოდა სევდიანი და მოყვითალო.

ჩვენ მივდიოდით, ვით ოცნება სიზმარეული,
მას თმები ჰქონდა ჩამოშლილი და არეული -
და სპეტაკი ხმით უ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-09-17 / 1:09 PM / ოთხშაბათი

მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში / mirza gelovani - chems mitsur qokhshi


ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თავისებურად ხმას აუჩვილებს.

ო, რა თქმა უნდა, შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1104 / თარიღი: 2014-09-17 / 1:08 PM / ოთხშაბათი

ქეთევან დოლიძე - ხარ უთბილესი / qetevan dolidze - khar utbilesi


ხარ უთბილესი და ხანაც ცივი...
დაგეკარგები მწვანე მოლიდან...
გულის პერანგი დამილბა წვიმით,
სულში იმდენი წვიმა მოვიდა.

თუ არ შემიშრობ ცრემლის ნატორალს,
წვრილი ბილიკით წავალ მზიანეთს...
გამომიდარე, სანამ მარტო ვარ
და შენს სხეულში ჩამაზიარე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2014-09-17 / 1:07 PM / ოთხშაბათი

ირაკლი "მეფე" ჩარკვიანი - მოდი წავიდეთ / irakli "mefe" charkviani - modi tsavidet


იცი სიმღერებში სითბო ჩაგიდია
'შენი სურვილი' მკლავს
"მოდი ჩემთან"-ო რომ მეუბნებოდი
ძნელია ვერ მოვალ მანდ
"მოდი წავიდეთ" სადმე გავიქცეთ
იცი არ მინდა აქ
და ბოლოს მეც ვიტყვი
დიდო "მეფეო"
"მე გადმოვცურავ ზღვას"

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-09-17 / 1:06 PM / ოთხშაბათი

მუხრან მაჭავარიანი - შოთას პატრონი, ვაჟას პატრონი, პატრონი აკაკისი / mukhran machavariani - shotas patroni, vajhas patroni, patroni akakisa


შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, _
დღეს მე რო მისმენს ჩემი სამშობლო,
ვარ კი მე ამის ღირსი?!

შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, _
ვიტყვი კი რასმე როსმე მათოდენს,
მე რომც დავერჭო კისრით?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-09-17 / 1:03 PM / ოთხშაბათი

მამა პეტრე (კვარაცხელია) - გოლგოთის მისტერია / mama petre (kvarackhelia) - golgotis misteria


მზე შემოდგომის სევდის ლექსია,
და გულში სიტყვა მორცხვად ფართქალებს
და გოლგოთაზე მიდის მესია,
და ეკლის გვირგვინს რწმენით ატარებს.
ასე იქნება მთელი ზამთარი,
ცა მოღუშული და ღამე გრძელი
და ფიქრი ჩემი ცრემლის საყდარი
და შორი მზერა,თვალები ცხელი.
თუ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1251 / თარიღი: 2014-09-17 / 1:01 PM / ოთხშაბათი

დეკანოზი თავმას ჩოხელი - სატრფიალო / dekanozi tavmas chokhel - satrfialo


ქალავ,მოგტაცებ დედ-მამას,
გადაგატარებ ქარებსა,
მაგ გრძელი თმებით შაგიშრობ
მაგ მოტფიალე თვალებსა.

ლეგა საღარით წაგიყვან
ჩემს საოცნებო მხარესა,
კლდეთა რიგს გადაგატარებ,
ჩანჩქერთა მოელვარეთა.

მიუვალ ციხეს აგიგებ,
არ დავუტოვებ კა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1191 / თარიღი: 2014-09-17 / 12:59 PM / ოთხშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი! / shota nishnianidze - sheib makhvili!


ჰაუ,რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ,რა მზეა!
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!
მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.

შენც არ დაგბანგოს... არ ჩაგთვლიმოს... სულ იმას ვშიშობ,
ჩემო მამაცო,მშვენიერო,ამაყო ჯიშო,
შეიბ მახვილი! შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-09-17 / 12:58 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 295 296 297 298 299 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0