ლექსები - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 9:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



თათია სილაგავა - სიცივის გვირგვინი / tatia silagava - sicivis gvirgvini


ო, რა ამაყად დავატარებთ სიცივის გვირგვინს!
მახსოვს, ოდესღაც ვკითხულობდით უთქმელად აზრებს
ვხედავდით სულებს ერთმანეთის ნიღბების მიღმა
შედევრად ვრქმნიდით ღიმილების უნიჭო ასლებს.

დაჭიმულ ძარღვებს მიეყინა წვეთები სისხლის
სულის კედელთან შედგა სუნთქვა და აიტუზა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2014-09-17 / 12:49 PM / ოთხშაბათი

მურმან ლებანიძე - მახსოვს! / murman lebanidze - makhsovs!


ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_
მახსოვს!
შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა_
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა_
მახსოვს! < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1138 / თარიღი: 2014-09-16 / 7:16 PM / სამშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - შვიდასი წელი. კოხტაგორის შეთქმულებს / grigol abashidze - shvidasi tseli. kokhtagoris shetqmulebs


მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,
თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.

მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,
თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული,
მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,
თქვენსკენ მოვრბოდი ხე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-09-16 / 7:15 PM / სამშაბათი

ი. როსტომაშვილი - წვიმაში ვალსი / i. rostomashvili - tsvimashi valsi


ვიცი არასროს გახდები ჩემი
მაგრამ მე მაინც მიყვარხარ გეტყვი
ვიცი არასდროს ვიქნებით ერთად
თუმცა ფიქრებში შენ სულ ხარ ჩემთან

მინდა დაგიწერო ოქროს აკორდები
რომლითაც ალბათ თავად გავვოცდები
მინდა მოგიძღვნა ვარდების კონა
თუნდ ამ სიყვარულის გავხდები მონ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2014-09-16 / 7:14 PM / სამშაბათი

ი. როსტომაშვილი - ათასში ერთი / i. rostomashvili - atasshi erti


რადგან გიპოვე ათასში ერთი
მე შენთან მოვალ ვარდებით ხელში
და როცა მოვალ ვარდებით ხელში
მე შენ მიყვარხარ ჩურჩულით გეტყვი

ჩემს გარდა კიდევ უყვარხარ ათასს
ვინმე გპირდება სიყვარულს ამგვარს???
ალბათ გპირდება ვიღაც სასახლეს
მე კი გპირდები თუმცა არაფერს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2014-09-16 / 7:13 PM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - გამოთხოვება / shota nishnianidze - gamotkhoveba


ეროსი მანჯგალაძეს

"ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი".

განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით,
ქართული სულის მეჩუქურთმევ,მჭედელ-ხარატო,
რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე,
როც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1353 / თარიღი: 2014-09-16 / 7:11 PM / სამშაბათი

ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა / ivane krilovi - chrichina da chianchvela


ხტუნია, ლეგა-ჭრიჭინა მთელი ზაფხული გალობდა
შეექცეოდა, დახტოდა, მანამ ბუნება სწყალობდა;
ლხინობდა, მკალსა ვერა რამ ვერ შეუხურა ბწვია.
უცებ შეხედა საბრალომ, ზამთარი წამოეწია!
შემოჭკნა ველი, მინდორი, წავიდნენ დღენი ლხენისა.
ჭრიჭინას გამხარებელნი, გამქარვებელნი სენისა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3232 / თარიღი: 2014-09-16 / 7:09 PM / სამშაბათი

ანა ახმატოვა - აღსარება / ana akhmatova - aghsareba


დუმს, ვინც შემინდო ცოდვები,
სანთლებს იისფერი მწუხრი არხევს
და მუქი ოლარი ახლა
მხრებზე და თავზე მადევს.

ნუთუ ის ხმაა კვლავ,
იტყვის: «ქალწულო! აღსდეგ...»
გული ხშირად, უფრო ხშირად ძგერდა _
ტილოს შეარხევს ხელი,
გაფანტულად რომ ჯვარს მწერს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1293 / თარიღი: 2014-09-16 / 7:08 PM / სამშაბათი

ალექსანდრ ბლოკი - მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით ... / aleqsandr bloki - me bnel tadzarshi shevdivar krdzalvit ...


მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,
წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,
ველი ხატებას მშვენიერ ქალის,
ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.

კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,
მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება
და შემომყურებს თვალებში ისევ
მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1339 / თარიღი: 2014-09-16 / 7:07 PM / სამშაბათი

მარინა ცვეტაევა - მე მიხარია . . . / marina cvetaeva - me mikharia . . .


მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,
რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,
ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.

მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,
თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1650 / თარიღი: 2014-09-16 / 7:06 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 296 297 298 299 300 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0