ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 7:48 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ერთი, ორი, სამი…

სამიათას სამი
და სამასიათას სამიც -
მხოლოდ შენზე ფიქრია.



ერთი წამით არ მავიწყდები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-12-20 / 0:04 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


შეიძლება,
ეს გაქცევაცაა,
მაგრამ მიხარია,
რომ გათენებისთანავე,
ჩავიცვამ ჩემს მძიმე მაღალყელიანებს,
მოვიგდებ მხარზე ძველმანებით სავსე ზურგჩანთას
და წავალ ამ მოცემულობიდან შორს...

ვივლი
და ვიხეტიალებ უდაბნოებში,
კლდეებზე,
ყველა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 732 / თარიღი: 2017-12-20 / 0:03 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


გუშინ საღამოს ფეხით მივდიოდი სახლისკენ.
ავტობუსების გაჩერებასთან
ვიღაც მოხუცი ქალი
მოსაცდელის მინებზე ამოკვეთილ
სახარებისეულ ამონარიდებს
ფურცლებზე იწერდა.

ვიგრძენი,
რომ სადღაც იქვე იდგა,
ან სულაც ეს ჩამოძონძილი,
საცოდავი შესახედაობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 747 / თარიღი: 2017-12-20 / 0:03 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მთელი გულით მოგეფერო / nika cherkezishvili - mteli gulit mogefero


მაპატიე...
ვგრძნობდი, ასე დავიწყებდი.
ფანჯრებს ისევ ეგლისება ნოემბერი.
რთული ვარ და დიდხანს როგორ გამიძლებდი,
მაინც მინდა მთელი გულით მოგეფერო.

დროა ახლა ისეთი, რომ დროულია.
ტკივილს,
ალბათ,
სხვა სეზონი გააყუჩებს.
ეს ცხოვრება თოფს ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 713 / თარიღი: 2017-12-20 / 0:02 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - უჰაერობა / nika cherkezishvili - uhaeroba


ისევ ვიხრჩობი,
ამაოა ყველა მცდელობა,
დგას ოთახებში უშენობა,
უჰაერობა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-20 / 0:01 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


რომელი მომავალი დავგეგმო,
როცა შესაძლოა,
ქვაფენილიან აღმართზე ფეხით ავდიოდე
და წინ მიმავალი მანქანის მიერ ასხლეტილმა ქვამ,
საკუთარი სიკვდილიც რომ ვერ გავიგო,
ისე მოულოდნელად მომკლას.

...

შენი ტუჩებივით წითელია
ჩემი გახეთქილი წარბიდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2017-12-20 / 0:00 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის მხატვარი მხატვარი არ არის,
უძილობით გაწამებული კაცისთვის,
ძილს რომ ვერ დახატავს.

ცოტა ხნის წინ მკითხეს,
როგორ მაქვს მტკივანი ხელი.

ხელის ტკივილი არაფერია,
მთელი საუკუნე გაუძლებს კაცი,
მეტიც.

სხვა ტკივილია გაუსაძლისი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-20 / 0:00 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის იყო,
ჩამოვხტი სამარშრუტოდან
და ჯერ ქუჩის ასახვევამდეც არ ვიყავი მისული,
რომ მაგრად დაუშვა.

ერთ წუთში გავილუმპე.

...

რაც შენ გამოჩნდი,
აღარსად მეჩქარება.

ვდგავარ საკუთარ თავში,
გაღიმებული,
ხელებგაშლილი, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 732 / თარიღი: 2017-12-19 / 11:59 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ამ ოთახშია ჩემი ადგილი.

აქ შემიძლია,
სულ უბრალოდ,
სიჩუმეში,
მოვიშორო ყველა ფიქრი,
დავწვე იატაკზე
და ვიკითხო ლექსები ხმადაბლა.

ვიცი,
რომ სადღაც ცხოვრობენ ბერები
და, ვგრძნობ, გულის სიღრმეში,
ძალიან მინდა
ვიყო ერთ- ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 716 / თარიღი: 2017-12-19 / 11:58 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ისეთებიც არიან,
ათასშვიდასორმოცდახუთი შანსი რომ ეძლევათ ცხოვრებაში.
ეძლევათ, რადგან ითხოვენ.

და ისეთებიც -
საკუთარ არსებობას
გაცილებით მეტ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ,
ვინც მეორე შანსს არასოდეს მიიღებს.

ეს მოჩხუბარიძის გაგუას ჰგავს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 835 / თარიღი: 2017-12-19 / 11:58 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0