Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * * - 20 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 20 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


0:16 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მე და ეს დილა ვგავართ ერთმანეთს,
რადგან, ერთ დროს, მეც მასსავით დავიბადე.

ვიყურები ფანჯრიდან
და ვხედავ,
რომ არავინ მყავს ამ გათენების მეტი,
ვისაც შემიძლია ველაპარაკო.

დაუძლეველი სურვილი მაქვს
შიშველი კანით ვიგრძნო ჰაერი.
ჰაერი, რომლითაც უფალი სუნთქავს.

დღეები სავსეა სიხარულით.

გუშინ ფულის სესხება მინდოდა
და მთელ უბანში ერთი კაცი არ აღმოჩნდა,
ვისაც ათი ლარის ღირებულების სიკეთე ექნებოდა.

გაწვიმდეს მაინც,
ცარიელ პეშვებში წვიმის წვეთებს შევაგროვებდი.
მეტი არც არასოდეს მდომებია რამე:
ერთი მუჭა ზღვა,
ერთი მუჭა მზე.

...

ერთი ასვლა მთაა შენამდე მანძილიც,
ღმერთო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0