Загрузка...
თემურ ელიავა - შამათი / temur eliava - shamati - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » თემურ ელიავა - შამათი / temur eliava - shamati


9:43 PM
თემურ ელიავა - შამათი / temur eliava - shamati


საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის
ანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
სუ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.
ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგა
და გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
საფერფლეს ვავსებ ბინდისფერ ფერფლით,
თან ნაჩუქარი თოჯინა დამაქვს,
დღემდე თანდამაქვს, თანდამაქვს მკერდით.
ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,
ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი,
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და გამარჯვებულს შამათი მელის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1319 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0