Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - მერის თვალებით / galaktion tabidze - meris tvalebit - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გალაკტიონ ტაბიძე - მერის თვალებით / galaktion tabidze - meris tvalebit


9:55 PM
გალაკტიონ ტაბიძე - მერის თვალებით / galaktion tabidze - meris tvalebit


ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!

1916


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1147 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0