ლექსები - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 8:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გიორგი ზანგური - კოსმიური პირამიდა / giorgi zanguri - kosmiuri piramida


მაქვს უცისფრესი ნაღველი, უიშვიათეს ღამიდან,
მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა,
გაჟღენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.
გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1162 / თარიღი: 2014-09-09 / 10:14 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ვურჩიოთ რამე? / giorgi zanguri - vurchiot rame?


ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1348 / თარიღი: 2014-09-09 / 10:13 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - წანწალით დაღლილი ძაღლივით / giorgi zanguri - tsantsalit daghlili dzaghlivit


წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2014-09-09 / 10:12 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ერთი მტკაველი მიწა / giorgi zanguri - erti mtkaveli mitsa


მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.

საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2014-09-09 / 10:10 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს / giorgi zanguri - gusment vardebis tsitel ghaghadiss


უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვირილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი _ უხმო და უსახელო.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1209 / თარიღი: 2014-09-09 / 10:09 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - გამოცანა / giorgi zanguri - gamocana


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი,
ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;
მიეყრდნო ღობეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1746 / თარიღი: 2014-09-09 / 10:08 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - არაფერი, ისე უბრალოდ / giorgi zanguri - araferi, ise ubralod


ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1214 / თარიღი: 2014-09-09 / 10:06 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - ამწყდარი ღილი / giorgi zanguri - amtskdari ghili


სინაზეგაქცეულ აგვისტოს,
ქალების უხერხულ ღიმილს,
კაბას _ აყვავებულ ატმის რტოს
შეაწყდა საკინძის ღილი.

ვიპოვე და შენი ბაგიდან
უეცრად შეწყვეტილ ლოცვას
შევაბი: "რა გჭირს?" და `"რა გინდა?"
_ მე? შენი უხეში კოცნა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2014-09-09 / 10:05 PM / სამშაბათი

გიორგი ზანგური - აგონია / giorgi zanguri - agonia


დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-09-09 / 10:04 PM / სამშაბათი

ავქსენტი ცაგარელი - ყარაჩოღელი ლოთი / avqsenti cagareli - karachogheli loti


(ვუძღვნი გ. სუნდუკიანცს, «პეპოს» ავტორს)

მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ანუ კეთილშობილო?!
მე ქრისტე ღმერთს კინტოთ გავუჩენივარ,
ლოთობაა ჩვენი წესი, ადათი...
მითომ რაო! თქვენისთანა ვაჟები
ბიჭობაში არ მეყოფა არც ათი!
მე რომ ვლოთობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1258 / თარიღი: 2014-09-09 / 10:02 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 306 307 308 309 310 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0