Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - მეოცნებე აფრებით / galaktion tabidze - meocnebe afrebit - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გალაკტიონ ტაბიძე - მეოცნებე აფრებით / galaktion tabidze - meocnebe afrebit


9:56 PM
გალაკტიონ ტაბიძე - მეოცნებე აფრებით / galaktion tabidze - meocnebe afrebit


სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირთული მრავალ უამინდობით,
კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,
აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!
ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება,
და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება,
საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს
ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.

1917


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1174 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0