ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 9:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყოფილი მეგობარი მახსენდება,
არასწორი საქციელის მიჩქმალვა რომ მომთხოვა.

მერჩივნა,
თვალი გაესწორებინა ჩემი არეული სულისთვის
და ჩვენ დავშორდით.

ძალიან ძნელია მართალი დარჩე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 873 / თარიღი: 2017-12-19 / 11:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მე კიდევ სიმშვიდე მენატრება,
რაღაც ამგვარი:
გავაკეთოთ ფლეილისტი,
შენი და ჩემი საყვარელი მუსიკის,
ისეთი თანმიმდევრობით,
რომ ენაცვლებოდნენ მელოდიები ერთმანეთს...
დავწვეთ,
ჩავეხუტოთ ერთმანეთს
და მე, აუცილებლად, შენს მუსიკაზე ჩამეძინება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-19 / 11:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ მგონია,
რომ გარშემო,
ყველა,
სიყვარულში კი არა,
ჩაბნელებულ გვირაბში ვცხოვრობთ,
რომლის ორივე მხარე დალუქულია
და ჰაერი კატასტროფული სისწრაფით იშვიათდება.



ერთადერთი,
რაც შეგვიძლია ის არის,
რომ ერთმანეთი მოვძებნოთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყოველდღიურად გვავიწყდება ერთმანეთი.

...

ჩვენს დაშორებას,
მხოლოდ ის დღეები გადაურჩებიან,
რომლებიც ორივეს გვახსოვს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


საშინელი სურვილი მაქვს - დავწერო შენზე.
ეს საშიშია - ჩემთვის.
საშიშია, როცა შეიძლება - შეგიყვარდეს.
აი, როგორც ერიხის იმ ნაწარმოებშია - ვფიქრობ შენზე და თავში თითქოს ვერცხლის ზარები წკრიალებენ.
ეს არის ის - რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, არანორმალურად.
გარშემო ყველაფე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


არასოდეს მომსვლია აზრად
დავლოდებოდი ღამეს,
შუქჩამქრალ ოთახში ბოლომდე გამეფარებინა ფარდები
და მხოლოდ ასე,
აბსოლუტურ სიბნელეში მყოფს დამეშვა შეცდომები,
რომლებიც ჩემს გარდა არავის ეცოდინებოდა.

ჩემი ყველა შეცდომა,
ღიად,
დაუფარავად,
შავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2017-12-19 / 11:55 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მთელი თვე იქნება, თითქმის,
რაც ამ უფანჯრებო ოთახში ვარ გამოკეტილი
და ერთხელაც არ გამიდგამს ფეხი გარეთ.

მაინც კილომეტრებით ვშორდები,
ყოველდღიურად,
საკუთარ სიყვარულს.

...

სიამოვნებით დავეშვებოდი, ახლა,
შენთან ერთად,
ჰოლან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-19 / 11:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


საჩუქარი მოგიტანე.

ვიცი,
რომ მოგეწონება.

შეუძლებელია,
სულ ცოტათი მაინც არ გაგიხარდეს
და დანარჩენი,
სისულელეა ყველაფერი.

მე მეყოფა შენი გულის სულ პატარა რეჩხიც კი,
რომ ღიმილით
და სტვენა-სტვენით
ჩავიარო ეს გრძელი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 656 / თარიღი: 2017-12-19 / 11:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მთელი ხეებით გეფერები,
ზამთარგამოვლილ, გაზაფხულით სავსე ხეებით.

სოლოლაკით
და ამაღლების დახრილი ქუჩით.

ჩქარი ნაბიჯით.

მიწისქვეშა გადასასვლელთან
მჯდარი გოგონას რკინის ჯამში ჩაჩხრიალებულ
ორმოცდაათი თუ სამოცი თეთრით.

ღიმილით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-12-19 / 11:53 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ვიცი,
რომ ცუდად ხარ.

ვიცი,
რომ შორს ხარ.

...

მაგრამ მე შემიძლია,
მთელი ღამე არ დავიძინო
და ვიფიქრო შენზე.ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ.

ათამდე ახალი მაისური კიდია საკიდზე,
მაგრამ მაინც იმ ძველს ვეძებ,
ოთხი წლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-12-19 / 11:52 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0