Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * * - 20 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 20 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


0:09 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩადგება ეს ქარი, ეს თოვლიც გალღვება,
ცას დაეკიდება ცხრათვალა მზე.
ვდგავარ და ვუყურებ, კარს როგორ აღებენ,
მაგრამ ჩემ ოთახში აღარ ვარ მე.

ღმერთო, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, ასეა,
მე გადავუხვიე ჭეშმარიტ გზას...
და ისიც არ ვიცი, ეს ლექსი რაზეა,
ვისზეა... შენზეა, ჩემზე თუ სხვას

ეხმიანება, არ ვიცი, უფალო,
მე დიდი ხანია აღარ ვარ მე.
ჩადგება ეს ქარი, ჩადგება... უბრალოდ,
მე აღარასოდეს გამათბობს მზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 684 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0