Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * * - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


11:58 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ამ ოთახშია ჩემი ადგილი.

აქ შემიძლია,
სულ უბრალოდ,
სიჩუმეში,
მოვიშორო ყველა ფიქრი,
დავწვე იატაკზე
და ვიკითხო ლექსები ხმადაბლა.

ვიცი,
რომ სადღაც ცხოვრობენ ბერები
და, ვგრძნობ, გულის სიღრმეში,
ძალიან მინდა
ვიყო ერთ-ერთი მათგანი.

ისიც ვიცი,
რომ სადღაც მოიპოვებენ ნავთობს
და მომპოვებლებს სავსე აქვთ ჯიბეები ფულით.
აქაც, იმავე გულის სიღრმეში,
მე არ დავდებდი ფსონს მათზე.
ეს არ არის მომგებიანი სვლა ჩემთვის.

...

მირჩევნია,
ვიწვე აქ,
ამ ერთ ამოსუნთქვა ოთახში
და არაფრიდან,
ჰაერისგან დაწერილი ლექსებით
შევცვალო მთელი სამყარო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 727 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0