ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 11:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ღმერთო,
იმაზე,
რაზეც ადამიანებთან არ მინდა ლაპარაკი,
შენც ნურაფერს მკითხავ.

შენ ხომ იცი,
როცა მიჭირს
და გეძახი ხოლმე: უფალო...
მე ყოველთვის მესმის შენი სიჩუმის.

...

რა უნდა იყოს
იმაზე საშინელი მოსასმენი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 756 / თარიღი: 2017-12-19 / 11:47 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


თუ გინდა, რომ გამარჯვებამდე მიხვიდე,
წაგების ატანაც უნდა შეგეძლოს.

აი,
საიდან იღებს სათავეს
ჩემი მოსალოდნელი მარცხი.

...

ის ცხოვრება ჩემთვის არ არის,
რომელსაც შენი თავი აკლია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-19 / 11:46 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


არაფერი.

არ მახსოვს,
მერამდენეა ეს ლექსი ჩემი ნაწერებიდან,
რომელიც ასე იწყება.

შუა ქუჩაში რომ დგას კაცი
და წასასვლელი არსად აქვს,
არც მარჯვნივ,
არც მარცხნივ,
დგას,
დგას
და...
უცებ მოცელავს საკუთარი უიღბლობა, - < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 710 / თარიღი: 2017-12-19 / 11:46 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ბეღურებისთვის .. / nika cherqezishvili - beghurebistvis ..


სულ ვჩხუბობთ,
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მას ვგავარ.

ბოლო თვეებია
ავადმყოფობს.

გული აწუხებს.

დღეს საავადმყოფოში გადაუყვანიათ,
ჩემს არყოფნაში.

ყოველთვის წამებში ხდება ყველაფერი.

დედაჩემმა დამირეკა,
ასე და ასე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 679 / თარიღი: 2017-12-19 / 11:45 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - შენ ხედავდი.. / nika cherqezishvili - shen khedavdi..


მე არ ვიცოდი, სად მივდიოდი,
მაგრამ მივდიოდი შენთან ერთად.

შენ ხედავდი ჩემს ნაიარევებს,
მაგრამ სხვისი ჭრილობები არც ისე ღრმაა.

მეკითხებოდი, თუ როგორ ვიყავი,
და მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

...

ცხოვრებაც ზუსტად ეს არის,
როცა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 696 / თარიღი: 2017-12-19 / 11:43 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ვყიდი საკუთარ სიკვდილს / nika cherqezishvili - vkidi sakutar sikvdils


ერთი დიდი ბაზარია მთელი დედამიწა.

გინდა თუ არა,
უნდა ივაჭრო.



ვყიდი საკუთარ სიკვდილს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-19 / 11:42 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


გახედავ ფანჯარას და ღამეა,
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 716 / თარიღი: 2017-12-19 / 11:41 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


უცნაურია,
რატომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრებაა მიმართლებს,
როცა ფსონს ვაკეთებ წითელზე
და მონიტორზე შავი ფერი ციმციმებს.

ალბათ იმიტომ,
რომ ხელში ფანქარი მიჭირავს
და ვწერ.

სისულელეა.

ჩემი უბნელიც ხატავდა, მაგრამ მკვდარია.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 857 / თარიღი: 2017-12-19 / 11:41 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


მე მახსოვს
ჩვენი ხასიათის
უცნაური გამოვლინებები:

როგორ ვსვამდით ჩაის ერთი ფინჯნიდან;
როგორ გვიყვარდა პირდაპირ იატაკზე წოლა;
როგორ გვქონდა ფანჯარა ღია,
მუდმივად,
ზამთარ-ზაფხულ...

...

რაც შენ წახვედი
დახურულია ჩემი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 724 / თარიღი: 2017-12-19 / 11:40 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


დღეს ვფიქრობდი
და ვერ გავიხსენე,
ბოლოს როდის გადავხედე ფანჯრიდან ქუჩას,
ღია ფანჯრიდან - მთელ ქუჩას.

ორი ჟაკეტი საკიდზე,
ორი სილუეტი სარკეში...
მაგრამ ეს არ არის
ალკოჰოლისგან მიღებული გაორება -
შენი სიყვარული არ მავიწყდება.

ჩა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-12-19 / 11:40 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0