Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * * - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


11:53 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მთელი ხეებით გეფერები,
ზამთარგამოვლილ, გაზაფხულით სავსე ხეებით.

სოლოლაკით
და ამაღლების დახრილი ქუჩით.

ჩქარი ნაბიჯით.

მიწისქვეშა გადასასვლელთან
მჯდარი გოგონას რკინის ჯამში ჩაჩხრიალებულ
ორმოცდაათი თუ სამოცი თეთრით.

ღიმილით.

სამარშრუტოში ფეხზე დგომით.

ამ ლექსზე ფიქრით.

გზაზე ნაყიდი ერთი პურით.

უკვე უბანში,
გაუქმებული ნავთის წერტის ძველ სახურავზე
ამძვრალი ბავშვით,
ისევ ყვავილში მყოფ ტყემალს რომ კრეფდა.

უფალო,
კარგად გვამყოფე,
უნებურად გულში გავლებით.

ხველებით, ჩემი ქრონიკული, მუდმივი ხველით
და ექიმთან მიუსვლელობით.

კიბეზე ასვლით
და უშენო ოთახის ფონზე,
სარკეში ჩემი ნეგატივით.

თავის დაჭერით,
რომ რაღაც დიდი უღმერთობა არ ჩავიდინო.

...

შენი ერთი შეხება
და კანქვეშ ფანჯრები იღებიან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 762 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0