Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * * - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


11:52 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ვიცი,
რომ ცუდად ხარ.

ვიცი,
რომ შორს ხარ.

...

მაგრამ მე შემიძლია,
მთელი ღამე არ დავიძინო
და ვიფიქრო შენზე.ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ.

ათამდე ახალი მაისური კიდია საკიდზე,
მაგრამ მაინც იმ ძველს ვეძებ,
ოთხი წლის წინ ნაჩუქარს.

მე არ ვიცი, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი
და შეიძლება,
არც მინდოდეს, რომ ვიცოდე.

ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ.

ორი ზომით დიდ შარვლებს ვიცვამ.
ეს იმ ბავშვობისდროინდელი ემოციების სიყვარულია,
ჰეკ ფინის სტვენის ხმა რომ მესმოდა მისისიპის ნაპირებიდან,
ნახალოვკაში,
ჩემი მორღვეული სახლის სხვენში
მტვრიან იატაკზე წამოწოლილს,
როცა მის თავგადასავლებს ვკითხულობდი.

ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ
და მხოლოდ მოყვარულ ავტორებს ვკითხულობ,
დაუხვეწავებს,
მოუთოკავებს,
ნამდვილებს.

ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ.

შეიძლება წვერის გაპარსვა მაიძულონ
და ერთი კვირა ნერვებმოშლილმა ვიარო.
ზოგჯერ ხომ ჰაერზე მეტად გვჭირდება ფული,
ფულს კი სხვის თავისუფლებაში არავინ იხდის.

...

ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ
და იმ ძველი სიყვარულის გამოძახილი,
დღეს რომ აღარავის აღარაფერში სჭირდება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 760 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 etunamaxaradze  
0 Spam
ნიკა ჩერქეზიშვილი...ადამიანი რომელიც ჩემთვის მაგალითია...ადამიანი რომელიც სულს და გონებას ყოველ სიტყვაში დებს და არაფერს ელის საპასუხოდ...თუმცა გაუხარდებოდა მაინც...პოეტი რომელმაც მომანდომა მეწერა...პოეტი რომელიც წერს სხვანაირად და ვერ ვხვდები ასე სხვანაირად როგორ გამოდის ამის წერა...ეს უბრალოდ შეუდარებელია...პოეზია...ეს შენი სახლია თითქოს...

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0