ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 11:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


ასჯერ გახვედი და გამოხვედი
ერთი კედლიდან მეორისკენ.

დაწექი
და ათასჯერ იცვალე გვერდი.



ადამიანებს არ უნდათ არაფერი
და ძინავთ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 694 / თარიღი: 2017-12-19 / 11:39 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ზოგჯერ.. / nika cherqezishvili - zogjer..


ზოგჯერ,
რომ გადარჩე,
ისიც საკმარისია,
ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო,
მოკლემკლავიანი მაისურის ნაცვლად გრძელსახელოიანი ჩაიცვა,
თმა აიჩეჩო,
წვერი მოუშვა
და ასე…
უბრალოდ,
რაღაც უნდა შეცვალო,
ძველებურად აღარ გაგრძელდე.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 926 / თარიღი: 2017-12-19 / 11:38 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარული ის ოთახია.. / nika cherqezishvili - siyvaruli is otaxia..


გახედავ ფანჯარას და ღამეა,
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 747 / თარიღი: 2017-12-19 / 11:37 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სამი კადრი / nika cherqezishvili - sami kadri


"მე ნერვები მაქვს მხოლოდ."
რიუნოსკე აკუტაგავა

I.

ვის უნახავს
ქუჩაში მდგარ მათხოვარს
სუფთა ჰქონდეს გამოწვდილი ხელი?

ან რა მინიშნებაა
ამ ადამიანების ჭუჭყიანი პეშვები?

...

გმადლობ, უფალო,
რომ ზოგჯერ მაინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 671 / თარიღი: 2017-12-19 / 11:36 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - საშინელი სიცივეა.. / nika cherqezishvili - sashineli sicivea..


საშინელი სიცივეა,
არავითარი სითბო.

...

დახატე თეთრ ფურცელზე
ყვითელი მზე
და გაუშვი ფანჯრიდან
ღამის სიბნელეში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2017-12-19 / 11:35 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარულით / nika cherqezishvili - siyvarulit


რა გინდა იქ,
სადაც შენს არყოფნას ვერ შეამჩნევენ?



აქ შენ არავინ მოგკლავს.
აქ შენ არავინ მოგკლავს - სიყვარულით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 699 / თარიღი: 2017-12-19 / 11:33 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - ცუდი მოტივაცია / nino qoqosadze - cudi motivacia


საახალწლოდ,
ანდა სულაც ნებისმიერ დღეს,
სამზარეულოდან მეძახდა დედა:
მოდი, ისწავლე,
და როდესაც აღარ ვიქნები, გამოგადგება.
მე ან ვკითხულობდი,
ან ისევ ვკითხულობდი,
და ვერაფრით წარმომედგინა,
რომ გავა წლები,
დედა მართლა აღარ იქნება.
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2017-12-19 / 11:20 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - სამკუთხედი / nino qoqosadze - samkutkhedi


ჩვენ სამში
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე რაც უნდა ქნა,
მაგრამ ეგ მერე...ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია, ჩემთან რაღა უნდოდა?
და სარკისკენ გაგექცა მზერა...
სარკეში ვჩანდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 736 / თარიღი: 2017-12-19 / 11:19 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - გაფიქრება უკვდავებაზე / nino qoqosadze - gafiqreba ukvdaveba


გვატარებს ყელი,
მხრებზე დაყრდნობილი თეთრი კრატერი,
ლექსები ლავა,
რომელსაც მერე, წლების მერე,
არქმევენ ოპალს
და ჩვენი ყოფნა – ოპლა!
სადღაც, გაკირულ ყდაში.
ვინ იცის მაშინ,
ისე, როგორც ქარვაში მწერი,
ან მარმარილოს განასერში თეთრი ნიჟარა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 863 / თარიღი: 2017-12-19 / 11:18 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - კივილი / nino qoqosadze - kivili


ხდება ასეც -
აიდგამენ ფეხს ბოსხის ნახატები,
სასტუმრო ოთახში ჩამოგისხდებიან,
და ისმის კითხვა:
მძიმე როკი სჯობს თუ დაისის უვერტიურა?
(საკითხი საგალობლების სასარგებლოდ ვერ გადაწყდება,
ისინი საერთოდ არ განიხილებიან!)
საბოლოოდ ასეა: საძინებლამდე მიგაცილებს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-19 / 11:17 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0