Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ბეღურებისთვის .. / nika cherqezishvili - beghurebistvis .. - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ბეღურებისთვის .. / nika cherqezishvili - beghurebistvis ..


11:45 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ბეღურებისთვის .. / nika cherqezishvili - beghurebistvis ..


სულ ვჩხუბობთ,
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მას ვგავარ.

ბოლო თვეებია
ავადმყოფობს.

გული აწუხებს.

დღეს საავადმყოფოში გადაუყვანიათ,
ჩემს არყოფნაში.

ყოველთვის წამებში ხდება ყველაფერი.

დედაჩემმა დამირეკა,
ასე და ასეა საქმეო.

შუბლით დავეყრდენი საკუთარ ხელისგულს.

სანახავად არ შემიშვეს.

არც რეანიმაციის კართან დგომას აქვს აზრი,
წადი,
დაისვენე,
დილით მოდიო,
ცოცხალი თავით არ გამაჩერა ექმიმმა.

...

სახლში დაბრუნებული შუა ოთახში გავჩერდი
და გავიფიქრე,
ასე როგორ წავიდა,
რომ არაფერი დამიბარა-მეთქი.

მეტკინა.

არ ვიცი,
რატომ მივედი ფანჯარასთან,
გამოვაღე
და რაფაზე,
ბეღურებისთვის დაფხვნილ პურის მარცვლებად ქცეულიყო მამაჩემი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 687 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0