მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *
11:41 PM ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *
უცნაურია, რატომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრებაა მიმართლებს, როცა ფსონს ვაკეთებ წითელზე და მონიტორზე შავი ფერი ციმციმებს.
ალბათ იმიტომ, რომ ხელში ფანქარი მიჭირავს და ვწერ.
სისულელეა.
ჩემი უბნელიც ხატავდა, მაგრამ მკვდარია.
ფეხებზე მკიდია, რომ ძლიერი ვარ.
ვყვირი, მაგრამ შენ არ გესმის. ჩემი არავის ესმის, საერთოდ.
სიჩუმე აუტანელია. სიჩუმეს სიგიჟემდე მივყავარ ამ გამოცარიელებულ კედლებში.
მე იმ სიყვარულის ნაწილი ვარ, რომელიც არ არსებობს.
ჩემი უკანასკნელი შედევრი ეს რამდენიმეწინადადებიანი ბოდვაა.
ხვალინდელი ამინდის პროგნოზი საზიზღარი იქნება.
...
არ შეგეშინდეს, თუ მოულოდნელად სიჩუმის შემზარავ ხმას გაიგონებ, ყველაფერი რიგზეა.
უბრალოდ, ჩემი საათის ისრები გაჩერდნენ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 866 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|