ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 7:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



იოსებ გრიშაშვილი - შენ გაირყვნები / ioseb grishashvili - shen gairkvnebi


შენ გაირყვნები...
აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2241 / თარიღი: 2014-08-06 / 2:51 PM / ოთხშაბათი

იოსებ გრიშაშვილი - მანოლა / ioseb grishashvili - manola


შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1438 / თარიღი: 2014-08-06 / 2:47 PM / ოთხშაბათი

იოსებ გრიშაშვილი - ქალის სიმღერა / ioseb grishashvili - qalis simghera


ჩემს ლექს მღეროდი, შინაარსი კიარ იცოდი.
ღიმილ – ქათქათით უგალობდი გადაშლილ ტყე – ველს.
ვით ნამი ყლორტზე იცინოდი, სულ იცინოდი
რა ადგილი აქვს შენთან მგოსანს ცრემლების
მფრქვეველს?

რად შეგიყარე, ცავ ბნელ ღამეს რად მოგაშტერდი?
პეპელას ბედკრულს რად მომიძღვენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2014-08-06 / 2:46 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - სიზმრადნახული / lado asatiani - sizmradnakhuli


ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,

მიმზერდა იის ცისფერი თვალი,

მღეროდა ვიღაც და სამაიას

ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.

გადავიარე სინათლის ზღვარი

და უცნაური ვნახე ხატება -

ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი

გასაოცარი გამოცხად ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1060 / თარიღი: 2014-08-06 / 12:40 PM / ოთხშაბათი

ბესარიონ გაბაშვილი - სტვენს ბულბული / besarion gabashvili - stvens bulbuli


სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მეამედა;
კოცნა ვეღარ გაებედა
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ეტყვის: ვარდო, შენი სახე
ოდეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2397 / თარიღი: 2014-08-06 / 12:38 PM / ოთხშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - მამა / shota nishnianidze - mama


როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,

ცა გამეხსნება მაშინ.....

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,

ცრემლი მომადგეს თვალში...

ცრემლი მომადგეს,თავი დავხარო

სინანულით და წყენით...

ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,

"მუდამ ვამაყობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1641 / თარიღი: 2014-08-06 / 12:36 PM / ოთხშაბათი

ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება / tician tabidze - mash gamarjveba


თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1775 / თარიღი: 2014-08-06 / 12:34 PM / ოთხშაბათი

დავით გურამიშვილი - დიდება მოთმინებასა, შენსა, უფალო იესო!/ davit guramishvili - dideba motminebasa, shensa, ufalo ieso!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 7289 / თარიღი: 2014-08-06 / 12:33 PM / ოთხშაბათი

დავით გურამიშვილი - მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი / davit gurtamishvili - motqma khmita tavbolo erti


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 3 / ნანახია: 5533 / თარიღი: 2014-08-06 / 12:32 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ცისა ფერს / nikoloz baratashvili - cisa fers


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 3 / ნანახია: 20141 / თარიღი: 2014-08-06 / 12:30 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 352 353 354 355 356 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0