Загрузка...
იოსებ გრიშაშვილი - შენ გაირყვნები / ioseb grishashvili - shen gairkvnebi - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » იოსებ გრიშაშვილი - შენ გაირყვნები / ioseb grishashvili - shen gairkvnebi


2:51 PM
იოსებ გრიშაშვილი - შენ გაირყვნები / ioseb grishashvili - shen gairkvnebi


შენ გაირყვნები...
აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: ``რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?``
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2242 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0