მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - ცისა ფერს / nikoloz baratashvili - cisa fers
12:30 PM ნიკოლოზ ბარათაშვილი - ცისა ფერს / nikoloz baratashvili - cisa fers
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამქვეყნიურს, სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე – არ ვეტრფო არ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს,- მის მაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოეცვას,- იგიცა შესწიროს ციაგმა ლურჯსა ცას!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 20143 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 2.0/2 |
|
სულ კომენტარები: 3 | |
3
aleqsi
(2016-09-27 9:32 AM)
dzlian lamazileqsia
|
2
ana
(2015-12-20 9:20 PM)
SHINARSI VER GAVIGE RAZEA LEQSI
|
1
სოფო
(2015-09-29 9:03 PM)
ძალიან მაგარი ლექსია .ულამაზესი სიტყვებიიაა
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|