მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება / tician tabidze - mash gamarjveba
12:34 PM ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება / tician tabidze - mash gamarjveba
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი: წავა, გაქრება, როგორც სიზმარი, მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
– სხვა საქართველო მაინც სად არი? რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი; – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1777 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|