მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ბესარიონ გაბაშვილი - სტვენს ბულბული / besarion gabashvili - stvens bulbuli
12:38 PM ბესარიონ გაბაშვილი - სტვენს ბულბული / besarion gabashvili - stvens bulbuli
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!
ეტყვის: ვარდო, შენი სახე ოდეს ვნახე, მექმნა მახე! შენსა ფერსა სული ვახე! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა: უმზეობით დაემალა; ბულბულს სული გაეცალა! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა, სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა. შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეეწყალა, ლალის ფარდა გარდაშალა; მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა! საბრალო აირალ ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2399 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 1.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|