Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - მამა / shota nishnianidze - mama - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » შოთა ნიშნიანიძე - მამა / shota nishnianidze - mama


12:36 PM
შოთა ნიშნიანიძე - მამა / shota nishnianidze - mama


როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,

ცა გამეხსნება მაშინ.....

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,

ცრემლი მომადგეს თვალში...

ცრემლი მომადგეს,თავი დავხარო

სინანულით და წყენით...

ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,

"მუდამ ვამაყობ შენით"...

ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი

და არ გაშინებს დაღლა..

მეამაყები მხოლოდ ამგვარი,

როგორიცა ხარ ახლა...

ვიცი,ხანდახან გიმძიმს ძალიან..

ამოიხვნეშებ წამით...

იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია

და მაპატიე,მამი...

დედას რომ უფრო ვეალერსები,

გაჯავრებული ნუხარ..

არ იწერება თქვენზე ლექსები

და მე ამაზე ვწუხვარ..

ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები

ჩვენზე ზრუნვას და ამაგს..

მიყვარხარ,დედის გულს გეფიცები,

ჩემო კეთილო მამავ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1643 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0