ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 10:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - სიზმრის ქირომანტია / robert meskhi - sizmris qiromantia


წუხანდელი სიზმარი:
დაორთქლილ მინაზე მიხატული ზაფხული,
მტვრიანი თავებით გაძეძგილი ომნიბუსი
მზეში...
მაწანწალა ძაღლები დაათრევენ ძვალს
და მკბენარები იკბინებიან ძაღლებივით...

ბედ-იღბლის გამყიდველი ბოშა.
არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 768 / თარიღი: 2017-12-18 / 7:49 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შორს ვარ / robert meskhi - shors var


წყლულს ირჩენს ფიჭვი,
ბლანტი სითხით ფარავს იარას გაძრცვილ მერქანთან.

ჩემს ჭრილობას სულ სისხლი დასდის...
არც დედდება,
აღარც წყალდება, -
შიშველ ტალღებად ეხეთქება ხსოვნის ჯებირებს...

მაინც მწყურია, -
რა შორსაა დიოსკურია
და...
მეც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-18 / 7:47 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ვაჟაობაზე / robert meskhi - vajhaobaze


ფშავში ვარ, მთების სიდიადემ მომაჯადოვა,
ატყვია მწუხრის ცას ქედები ლურჯი ცარცივით,
აქ მივხვდი ვინ ვარ, საით მოველ, ანდა რატომ ვარ,
რა სტკივა წიფელს, რად აწითლებს მიწას არწივი.

ფშავში ვარ, შევსვი ლუდი - ქარვა და ჯიხვის რქაიც,
ამ ღრუბლის კასრშიც, თუ არ ვცდები, წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2017-12-18 / 7:46 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ხიდზე / robert meskhi - khidze


„ბროლ-ღიკილასაც მოგი...“
გალაკტიონი

ხიდთან შუქნიშანი აილანძა,
ბრწყინავს ოქროსფერი სამება,
ცრის და მთაწმინდაზე ტელეანძა
ნისლის თხელ ბადეში გაება,
წვეტი გაუყარა წვიმით ნაქსოვს,
ვითომ სხვა დროს თავს არ ირთავდეს;
ქალი: ქოლგა მქონდა, ასე მახსო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 807 / თარიღი: 2017-12-18 / 7:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მორო / robert meskhi - moro


მას მორო ჰქვია,
ბავშვივით ტირის, როცა რაიმეზე ნაწყენია,
მე კი ისე მეშინია ცრემლების,
როგორც მეხის გავარდნის მოწმენდილ ცაზე.
არ გამიშვა მასთან, გთხოვ,
ეზოში ჩამიყვანე,
გაყვითლებულ ფოთლებზე ჩამიწერე შემოდგომის სოული,
ძილის წინ ჩამირთე,
მოშრიალე ფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 682 / თარიღი: 2017-12-18 / 7:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სამელნე ორისთვის / robert meskhi - samelne oristvis


ბეღურასავით რომ შევასკდი
დახურულ სარკმელს,
შენი ფეხისხმა მეგონა და ქარი ყოფილა,
დგას სექტემბერი
და ქარვისფერ საკმეველს აკმევს
დედიშობილა...
დღეს მარტოობა ტანსრულ ღრუბლებს
წვიმად მოება,
მხოლოდ ლექსები ჩამრჩა მუჭში,
როგორც ნუგბარი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 666 / თარიღი: 2017-12-18 / 7:41 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გოგირდის წვიმა / robert meskhi - gogirdis tsvima


ჭიშკრამდე მიგვაცილა აგვისტოს წვიმამ და უცნობმა ფანტომმა,
დაგვმალა სახლმა და ჩვენც - ნიშნად მადლობის - ჩავუნთეთ სანთლები
გულში და ფარდებს მიღმა არ ჩანდა ორიონი, არც ირმის ნახტომი,
არც ჩვენ აგვტკენია თავი ღრუბლებით და ცის ქირომანტიით, -
უბრალოდ შევიყუჟეთ სახლის სიჩუმეში და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 673 / თარიღი: 2017-12-18 / 7:40 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სუფთა ჰაერი / robert meskhi - sufta haeri


შენ ასეთი ხარ, ადგები და მომწერ შორიდან,
რომ იმერეთში უმწვანესი მეფობს აგვისტო,
რომ შეძახილმა დააფეთა სადღაც ქორი და...
საკმარისია ესეც ჩემი წარმოსახვისთვის,
რათა გამიჩნდეს ილუზია მრავალნაირი,
წავეპოტინო მთაში ნისლს და ცაში ტიტანებს,
გთხოვ, ჩემი წილიც ჩაისუნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 688 / თარიღი: 2017-12-18 / 7:40 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნინ / robert meskhi - nin


ჯერაც ახალ მთვარეს შევხარი,
სადღაც ვარსკვლავია დავითის,
მინდა ფეხით გავყვე პლეხანოვს,
მერე მთაწმინდაზეც ავიდე.
თითქოს რჩები, მაგრამ მიდიხარ,
(ხმელი ფოთლები და სილოსი...)
ნინო, ნუ გაიტეხ იხტიბარს,
ნინო, ჩემთან ერთად ილოცე,
ნინო, ჩემთან ერთად ილო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 674 / თარიღი: 2017-12-18 / 7:39 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მიქცევა/ robert meskhi - miqceva


მიქცევასავით ვარ დღეს და სავსემთვარეობას ველოდები.
რა მომიტანა ღამისთევამ?
მგელდაცემული ბატკანივით მითრთის სხეული...
ოფლში დავცურავ...
იმიტაცია:
მე გავრბივარ შენგან,
ყველასგან...
წვიმის ბაქნებით...
როგორც მირაჟი,
მატარებლის ბოლო ვაგონი < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 701 / თარიღი: 2017-12-18 / 7:16 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 44 45 46 47 48 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0