Загрузка...
რობერტ მესხი - პალტო / robert meskhi - palto - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - პალტო / robert meskhi - palto


8:15 PM
რობერტ მესხი - პალტო / robert meskhi - palto


თავისუფლება ჩემს ძველ პალტოს მაგონებს, -
მათბობს, როცა ვიკრავ,
ჩავიხსნი და მერცხალივით დამაფრენს ქუჩაში...
ზამთარში არ ვიშორებ,
არც ზაფხულში ვუტენი ჯიბეებში კაკლის ფოთლებს.
გიჟი თავისუფალიაო, - მესმის ზურგსუკან...
არავინ მისწორებს მზერას...
შურთ...
(ან რცხვენიათ...)
შუშის თვალები აქვთ შურიანებს,
ცივ წყალში აწყობენ ღამ-ღამობით.

ვის გაქვთ ძველი პალტო?
წავიდეთ რიყეზე,
თბილისობა აღვნიშნოთ მტკვარზე გადაფრენით!..
იქნებ, ჰაერში მოცეკვავე კინტოებსაც მივბაძოთ?..
ეგონოთ მერე,
რომ ღვინობისთვე დამთავრდა
და აპრილამდე არ ჩამოვლენ მერცხლები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 666 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0