Загрузка...
რობერტ მესხი - ხეების სტრიპტიზი / robert meskhi - kheebis striptizi - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ხეების სტრიპტიზი / robert meskhi - kheebis striptizi


8:22 PM
რობერტ მესხი - ხეების სტრიპტიზი / robert meskhi - kheebis striptizi
ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
ნელ-ნელა იხდიან ქარვისფერ აბრეშუმს,
მხრებს და მუხლისთავებს იშიშვლებენ,
ხეები იწყებენ ტრიალს რკინის ლამპიონების გარშემო,
თხელი ვიტრინების გასწვრივ...
მოციმციმე შუქნიშნების ფონზე,
კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ვივალდის შემოდგომა თბილისში...
უფრო ფიროსმანის...
ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
მოციმციმე შუქნიშნები ანათებენ სცენას დილამდე
და დილით
ყვითელ სპეც-ფორმებში გამოწყობილი მეეზოვეები
აგროვებენ ერთმანეთში არეულ ქარვისფერ პენუარებს,
თითქოს ცდილობენ დამალონ,
რომ მთელი ღამე ატეხილ ქართან გაატარეს ხეებმა,
ახლა კი სძინავთ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 710 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0