Загрузка...
რობერტ მესხი - უძილაური / robert meskhi - udzilauri - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - უძილაური / robert meskhi - udzilauri


8:17 PM
რობერტ მესხი - უძილაური / robert meskhi - udzilauri


რას ფიქრობ, უძილაურო?
შენ რომ შენიშნე კოშკები,
მათ უკან თერგი ხმაურობს,
ზამთარში გაითოშება
შემცივნებული ქალივით,
განა სისწრაფეს მოუკლებს,
შენ ვიდრე იმ მთას აივლი
და ვიდრე დროში მოუგებ,
წავა და დაიკარგება
უცხო მხარეში მავალი,
ცას დააჩნდება კადრებად
წამოფრენილი ალალი
კოშკის ყელიდან, მერე კი,
როცა ჭიუხებს მიჰყვები,
გაგთანგავს ქარი - მარეკი,
გიმეგზურებენ ჯიხვები.
რას დარდობ, უძილაურო?!.
ლურჯი ცა გივსებს ფიალებს,
შენს ფერხთით თერგი ხმაურობს,
”თერგი რბის, თერგი ღრიალებს!..”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 689 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0