Загрузка...
რობერტ მესხი - სიზმრის ქირომანტია / robert meskhi - sizmris qiromantia - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - სიზმრის ქირომანტია / robert meskhi - sizmris qiromantia


7:49 PM
რობერტ მესხი - სიზმრის ქირომანტია / robert meskhi - sizmris qiromantia


წუხანდელი სიზმარი:
დაორთქლილ მინაზე მიხატული ზაფხული,
მტვრიანი თავებით გაძეძგილი ომნიბუსი
მზეში...
მაწანწალა ძაღლები დაათრევენ ძვალს
და მკბენარები იკბინებიან ძაღლებივით...

ბედ-იღბლის გამყიდველი ბოშა.
არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც საკუთარი თავის - მთლიანობაში.
მიხსნის -
მთვარის ბორცვზე გაბნეული ვარსკვლავების განლაგებას,
- სიცოცხლის ხაზი -
ახალკანგაცლილი გველივით -
წყდება ვენერას მინდვრებთან ახლოს.
არცერთი ნაოჭი მაჯაზე.
მისმენს -
დაკოჟრილი ცერით პულსზე,
კარგი ექიმივით:
- ჩქარობთ.
- ომნიბუსი უხვევს.
- თქვენი სიცოცხლის ხაზიც...
- საით?
- დატალღულ ბეჭედში გადის.
- გაუჭირდება...
- რატომ?!.
- მიჭერს დატალღული ბეჭედი...

არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც საკუთარი თავის -
მთლიანობაში.
ვგრძნობ -
დილის მზე იკბინება ძაღლივით...
ხორკლიან სხეულს მიათრევს გზატკეცილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 776 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0