ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 0:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - მთვარის ქურუმი / robert meskhi - mtvaris qurumi


მე შენი წელის სივიწროვე მაღიზიანებს,
და ლურჯი ტალღა, რომ მოგიჩანს თმების სიღრმიდან,
ადრე იყო და... გადავყევი შიშველ ლიანებს,
ქვიშა მწვავდა და ქარაშოტი გულ-ღვიძლს მიღრღნიდა.
დღეს - გაფრენილი თოლიები... კიდევ... რავიცი...
ცა - თითქმის ღია თაფლისფერი, თეთრი თუ მრუმე.. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-18 / 7:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - თავი დაანებე ბეგონიას / robert meskhi - tavi daanebe begonias


(ვირტუალური წერილი მატარებლიდან)

იქნებ, გავარკვიოთ ბოლო-ბოლო,
არ ვართ რა ხანია პატარები...
კიდევ ერთ სიგარეტს გავაბოლებ,
- დიდხანს გავჩერდებით ნატანებთან?
- არა, მალე გავალთ, არ ჩახვიდეთ...
(- წიგნი შეიძინეთ სამადლოზე...)
ტალღით გავსებული ჩიჩახვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 839 / თარიღი: 2017-12-18 / 7:14 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გზატკეცილები / robert meskhi - gzatkecilebi


წვიმს და ვსველდებით მე და გზები თითქმის თანაბრად,
მიყვარს თიბათვე...
იმატებს თქეში... ქარი იწყებს „აბრა-კადაბრას“
და ფრთებს მივათრევ.
შორს, იმ ქალაქში, სადაც მხოლოდ შენ მეგულები,
შევკრავ ირაოს...
რა ქნას პოეტმა, თუ დაკარგა თავი სრულებით? –
დაე, იაროს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 795 / თარიღი: 2017-12-18 / 7:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უშენობის ლექსი / robert meskhi - ushenobis leqsi


ესეც ახალი ავადმყოფობა,
მე კი მეგონა,
პინოქიოს ცხვირზე დავკიდე სიყვარული და
ამის მსგავსი ზიზილ-პიპილო.
დევს მაგიდაზე „კრომბახერი“,
მწარე პილპილი
და ჩემი თავი -
შენზე ფიქრით გაჯერებული.

(ოფლი მოსდის დაორთქლილ მინას...)
თბილისს ჯერ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2017-12-18 / 7:10 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba


აჰა, ეს ლექსიც
სიგარეტის ნამწვივით ჩაკვდა,
უფრო ზუსტად, ძალით ჩაკალი...
და მიადექი მაღალ მთაზე აღმართულ ეკვდერს
ხელის კანკალით...
იქ ვინ შეგიშვებს?!.
იქ გვირგვინი დაადგეს ქრისტეს, -
შენ გბაწრავენ ჭრელი გველები...
გახსოვს, ახლახან გულთმისნების ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 861 / თარიღი: 2017-12-18 / 7:08 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ელექტროვერსია / robert meskhi - eleqtroversia


შენი ერთადერთი ვერსია მაქვს -
ელექტროვერსია.
რამდენიმე დღეა ვირტუალური სამყარო გავიშინაურე;
დაბრეცილ ეკრანზე წამახული კურსორი ციმციმებს
და გეძებს.
თვალები არა აქვს,
არც სხვა შეგრძნების რეცეპტორები,
უბრალოდ იცის,
რომ პატარა ყვითელი კონვერტის მიღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2017-12-18 / 7:08 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დღეს (უკანასკნელი ლექსი შენზე..) / robert meskhi - dghes (ukanaskneli leqsi shenze..)


ყველა სიზმარში მეორდები.
ვინ დაიჯერებს?!.
ასე იყო მშობლიური ქალაქის შემდეგ,
ჭაობმა რომ დამისაკუთრა
და მაქციების ნაკბენივით
დამაჩნდა მიწა.
დღეს -
ავადმყოფი მარიონეტი,
გამოკიდული
წარსულსა და მომავალს შორის -
ვხვდები რას ნიშნავს:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-12-18 / 7:07 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მთვარეული / robert meskhi - mtvareuli


რა მეცმეოდა აქ რო მყავდე აიამწუთას?..
შენი სუნთქვა,
ან შუქ-ჩრდილი შენი პერანგის...
ქუთუთოები მივაკარი პრიალა კედელს
ანაზდეულად...
ქარმა დევივით გაწოლილი სივრცე ჩახია.
ნუ გეშინია,
ასეც, -
შვეულად,
მთვარეული ვარ,
ეს მთვარე კი ბროლის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 842 / თარიღი: 2017-12-18 / 7:05 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უხმოდ / robert meskhi - ukhmod


შენ ამბობ,
რატომ აგროვებო მინდვრის ყვავილებს?
დრო გამყავს, ჩემო,
(ჩემი არ ხარ, ვცრუობ ამჯერად...)
შენთან ყოფნის ახლაც არ მჯერა;
უბრალოდ ვდგავარ,
მიუსაფარ დღეებს ვაწვალებ,
ბავშვივით ვაცლი ყვითელგულა გვირილებს ფურცლებს:
მოხვალ?
არ მოხვალ?. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 701 / თარიღი: 2017-12-18 / 7:04 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ბოლო აკორდი / robert meskhi - bolo akordi


სულ ეს ხარ, ალბათ,
თვალის ერთი დახამხამება,
ბოლო აკორდი...
მახსოვს ნაპირი, -
წვიმა წვიმდა,
ქარი არ ქროდა...
(ლურჯ ზარდახშაში ინახავდა მედლებს ბაბუა)
აგერ,
შარშანაც,
გულში გეჯდა ჩიტი ღაბუა
შენ კი ისროდი...
მაგრამ ვის, როდის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 661 / თარიღი: 2017-12-18 / 7:03 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 45 46 47 48 49 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0