ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 0:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - ექსპრომტი მარიამ წიკლაურს / robert meskhi - eqspromti mariam tsiklaurs


ნატვრის ხეს ეკიდა ორი ზანზალაკი,
სევდა - გვირილების გვირგვინს.
გამოჩნდა პოეტი,
შეწყდა ლაპარაკი,
ლექსი დაიღვარა ირგვლივ...
წყაროდ დაიღვარა,
ღვინოდ დაიღვარა,
მისწვდა გულსა და გუმანს, -
და ქართულ მიწაში რომ იდო ის ლექსი
სახლში წამოვიღე ჩუმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-18 / 7:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ბოშები / robert meskhi - boshebi


ნასვამი კაცი ახალგაზრდა გოგოს უღიმის,
ბოშები დგანან ფრთაგაშლილი საყურეებით,
წინაპრების ენაზე ბჭობენ.
- ბიძიებო, დეიდებოოო,
დამეხმარეეეეთ!.. -
იწყებს ყვირილს პატარა ბიჭი.
(ათობით მგზავრის თვალებში ვჩანვარ,
მღვრიე მინებში,
საკუთარი სულის სარკეში, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 961 / თარიღი: 2017-12-18 / 7:01 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - აღსარება / robert meskhi - aghsareba


გადავცდი ყველა საზღვარს,
ვიტყვი: დამზრალი სულით!..
ღმერთო, ესა ვარ, რაც ვარ,
ერთი? ჰო, - უფრო ნული...
განა არ მესმის? მესმის...
(ნისლი ვიწროებს ფარავს...)
შენ ხარ კეთილი მწყემსი, -
მე კი ჩამოვრჩი ფარას...

კომენტარები: 0 / ნანახია: 663 / თარიღი: 2017-12-18 / 7:00 PM / ორშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - გზა / nika dzamiasvili - gza


პირველი ნაბიჯი.
გასვლა შენი სახლიდან.

ქუჩა მთავრდება
და ტროტუარი არა.

უბრალოდ გზა.
სიარული
და გრძნობა,
იმის რომ მოძრაობ,
ცოცხლობ,
სუნთქავ,
განიცდი.

ყოველი დღე ბრძოლაა
საკუთარ თავთან
და გასავლელ ადგი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 927 / თარიღი: 2017-12-14 / 11:39 PM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ალვები / robert meskhi - alvebi


ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს ჩრდილები
და ჭორაობენ, -
იხსენებენ ზამთარს სუსხიანს,
სულელ კოდალას,
ვერეს წყალში დამხრჩვალ ფინიას,
შეყვარებულებს,
ავდარი რომ ფეხზე ეკიდათ
და გაშლილ ქოლგებს თოვლიანი წვიმით ავსებდნენ...
ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-12-12 / 4:53 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - პარფიუმი / robert meskhi - parfiumi


რუსთაველიდან კოსტავამდე:
”ჯორჯო არმანი”,
”გუჩი”
”ჰიპნოზი”...
ახლა ჩემს სოფელს სხვანაირი პარფიუმი სცხია, -
ვაშლის და ატმის ყვავილების,
ჩანაყული პიტნის,
ომბალოს...
ასე იყო, მახსოვს, ამ ბოლოს, -
სული რომ დამრჩა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2017-12-12 / 4:50 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ირეალურში / robert meskhi - irealurshi


ისევ იწვიმებს... დამტვრეული მტკივა ლავიწი,
მარცხენა მხარი... (ხომ ვიყავი ერთ დროს ცაცია?!.)
შენ გესიზმრება ფასკუნჯები, მე კი - რავიცი...
ვარღვევ კანონებს, უფრო ხშირად გრავიტაციის...
ფრთამოხატული იმედები ცისკენ გავუშვი,
და ვგავარ ახლა დამშრალ ჭასთან დადგმულ ოწინარს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2017-12-12 / 4:48 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - ბეღურა / robert meskhi - beghura


სცენაზეა მეცო-სოპრანო, -
ყოველ ცისმარე
ჩემს ჩამონგრეულ აივანზე ჯდება და ჭყივის
ცქნაფა ფრთოსანი.
საათს ვასწორებ...
და მერე პურსაც ვინაწილებთ, -
ქერქი მე და გული - ბეღურას.

კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-12 / 4:47 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - კრწანისი / robert meskhi - krtsanisi


საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას

გამოვეკიდე მთვარის მტევანს,
სისხლის წვეთი ვარ...
მტკვარს მიაქვს ტივი,
ტივს - საფანტი...
ფხიზლობს მეტივე.
ტაბახმელასთან შიშნარევი შაჰის აჩრდილი
გაურბის მსტოვარს, -
წვიმების დროა...
თუ ქარმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 771 / თარიღი: 2017-12-12 / 4:45 PM / სამშაბათი

რობერტ მესხი - მეფე შიშველია / robert meskhi - mefe shishvelia


მეფე შიშველია, მეფეს ვინ შემოსავს?
სადღაც, ავლაბართან, დიდი ნაპრალია...

მახსოვს, დაჰნათოდა მთვარე - ალბინოსი -
ეკას, ნათიას და... დღეს 9 აპრილია.

დღეს 9 აპრილია და ჩემს ოდაბადეს
ერთად დასჭკნობია ვარდიც, მიმოზებიც...

მეფეს რა შემოსავს, თორემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 756 / თარიღი: 2017-12-12 / 4:43 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0