Загрузка...
რობერტ მესხი - მორო / robert meskhi - moro - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - მორო / robert meskhi - moro


7:42 PM
რობერტ მესხი - მორო / robert meskhi - moro


მას მორო ჰქვია,
ბავშვივით ტირის, როცა რაიმეზე ნაწყენია,
მე კი ისე მეშინია ცრემლების,
როგორც მეხის გავარდნის მოწმენდილ ცაზე.
არ გამიშვა მასთან, გთხოვ,
ეზოში ჩამიყვანე,
გაყვითლებულ ფოთლებზე ჩამიწერე შემოდგომის სოული,
ძილის წინ ჩამირთე,
მოშრიალე ფარდების ფონზე
და როცა ჩვენი უმზეო ოთახი
ტროპიკულ წვიმებს მოინატრებს, -
ახადე ჭერი!..
მერე რა, რომ ჭერზე მიწერილი ლექსები ზეპირად არ იცი
და უკვალოდ წაიშლება,
სამაგიეროდ ცხენთევზა ღრუბლები აგვივსებენ ოთახს
ბლანტი წვიმით
და მე ვიქნები ფოტოგრაფი,
რომელიც წყალქვეშა ბუნებას იღებს.

მას მორო ჰქვია,
პატარაა ბავშვივით,
უმნიშვნელო წყენაზე ღაპაღუპით დასდის ცრემლები.
მე ის მიყვარს და...
ნუ გამიშვებ მასთან,
გთხოვ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 689 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0