Загрузка...
რობერტ მესხი - კრწანისი / robert meskhi - krtsanisi - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - კრწანისი / robert meskhi - krtsanisi


4:45 PM
რობერტ მესხი - კრწანისი / robert meskhi - krtsanisi
საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას

გამოვეკიდე მთვარის მტევანს,
სისხლის წვეთი ვარ...
მტკვარს მიაქვს ტივი,
ტივს - საფანტი...
ფხიზლობს მეტივე.
ტაბახმელასთან შიშნარევი შაჰის აჩრდილი
გაურბის მსტოვარს, -
წვიმების დროა...
თუ ქარმა შემძრა,
ერთიანად დავფარავ ქალაქს,
და მაინც,
ფრთხილად,
ფრთხილად, მეფევ, -
ღამე სულს ღებავს...
ხომ გიჭრის "ავი მუსაიფი",
ვერცხლის ბებუთი?..
(არ უყვართ წვიმა შაჰს და ბებუთოვს).
არაგველები ჩაწვებიან დღეს ამ ფერდობზე...
ჩვენც აქ დავეცით,
საქართველომ როცა ინება, -
შევრჩით ლიანებს...
"სისხლად წვიმდაო", -
ასე წერდა მემატიანე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 778 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0