Загрузка...
რობერტ მესხი - გრამაფონი / robert meskhi - gramafoni - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - გრამაფონი / robert meskhi - gramafoni


3:20 PM
რობერტ მესხი - გრამაფონი / robert meskhi - gramafoni


მხოლოდ ძველი ფირფიტები წამოვიღე.
გრამაფონი დარჩა, -
ავადმყოფი მოხუცივით ჩაიწვა.

ქვიშის მარცვლები ვერ უძლებენ სიცხეს,
მშრალი ტერფებიდან ცვივიან.
ჩამავალი მზეა ფირფიტა,
გემების წვეტიანი ქიმებით იკაწრავს სახეს
და მწუხრის მელოდიას უკრავს.

ეჰეი, მოთმინებავ,
შეგელიე თითქოს, მოგიცილე თითქოს თავიდან...
ყველაზე დიდ ზანდუკში მყოლიხარ დამწყვდეული,
ქილაში ჩამისვიხარ წურბელასავით,
მხოლოდ წყალს მჯერდებოდე მაინც...

სისხლით წავაწერე ყველა ქუჩას,
ყველა სახლს,
ყველა ხეს – ბოტანიკური ბაღის ბინადარს,
და სხვასაც,
რომ ეცნოთ და დაენდოთ
და დაეხსნათ...
და გახსნილი კედლებისთვის
ხელახლა ეჭმიათ ტალახი.

უსისხლოაო, - ამბობენ ახლა, -
გულქვააო,
ცივიაო საფლავის ლოდივით...
მე ისევ
ჩამავალი მზის ფირფიტას ვუსმენ,
საღამოს, ზღვასთან...
ვაგლახ! ჩემი გრამაფონი დამრჩა, -
ავადმყოფი მოხუცივით ჩაიწვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 717 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0