Загрузка...
რობერტ მესხი - შემთხვევით / robert meskhi - shemtkhvevit - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - შემთხვევით / robert meskhi - shemtkhvevit


4:20 PM
რობერტ მესხი - შემთხვევით / robert meskhi - shemtkhvevit


ამ ქუჩის თავში გვირგვინებს და ქოთნებს ჰყიდიან,
ღამენათევი მზის ამოსვლა არღვევს ხანდახან
ქუჩის ბოლოში აღმართული ჯვრების სიჩუმეს...

სადღაც, შუაში -
ერთდროულად: თიხის ქოთანი,
გაურანდავი მარმარილოს ჩამონათალი
და თითქმის ფურცლებგაცვენილი მინდვრის ყვავილი -
ვდგავარ და ვცდილობ,
უცაბედად აღარ დავიმსხვრე,
ანდა შემთხვევით არ მომწყვიტოს მარტის გრიგალმა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 678 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0