Загрузка...
რობერტ მესხი - ებრაულ მოტივზე / robert meskhi - ebraul motivze - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - ებრაულ მოტივზე / robert meskhi - ebraul motivze


2:49 PM
რობერტ მესხი - ებრაულ მოტივზე / robert meskhi - ebraul motivze


შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე,
ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?..
მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს,
ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს.

მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია
ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზე;
ჩვენი ლექსები შუქდაკრული ფოტოფირია, -
ეს ტელეფონიც ხმას არ იღებს, თითქოს მაქეზებს.

ავიღებ ყურმილს და ვმღერივარ:

"იერუშალაიმ, შელ ზაჰავ,
ვეშელ ნეხოშეტ, ვეშელ ორ,
ჰალო ლეხოლ შირარი,
ანი ქინორ".

წრფივი ზუმერი...

მიყვარხარ, ჩემო!..
(ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...)
შენც კარგად იცი,
სიყვარული არ ითარგმნება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 690 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0